x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ველურების ცეცხლოვანი მეჯლისი, ან მეფე კარლ VI-ის სიგიჟე

image
შეშლილი ფრანგი მეფის ისტორია და ყველაზე ცუდი მეჯლისი მის ცხოვრებაში.
image
საფრანგეთის მეფე კარლ VI 1380 წელს 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე. სრულწლოვანებამდე ბიძები იყვნენ მისი რეგენტები, რომელთაგან ერთმა ხაზინის ნაწილი მიითვისა და გაიქცა. 1388 წელს კარლმა ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღო. 4 წლის ერთპიროვნული მეფობის შემდეგ, კარლ VI-ს ციებ-ცხელება დაემართა, რის შემდეგაც მას განუვითარდა ფსიქიკური დაავადების ნიშნები. მეფე ზედმეტად გაღიზიანებული გახდა, მკვეთრი და ძლიერი ხმები აშინებდა, რა დროსაც უხამსი გამოთქმებით და ჟესტებით გამოირჩეოდა. მომდევნო წლებში მეფის ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესდა.
image
1392 წელს მეფე სალაშქროდ გაემგზავრა ბრეტანში, როდესაც ბრეტანის ჰერცოგმა სცადა ერთ-ერთი სამეფო მარმუზეტის (მრჩეველი) ოლივიე დე კლისონის მოკვლა. ლაშქრობის დროს, 5 აგვისტოს ცხელ დღეს, მეფემ მოულოდნელად იშიშვლა ხმალი და წამოიძახა "წინ სიკვდილი მოღალატეებს!" თავს დაესხა თავის ხალხს. სანამ მეფეს მიწაზე დასცემდნენ, შეშლილმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა. მეფის მახვლის პირველი მსხვერპლი მისივე პაჟი გახდა. ამ პაჟს ჩაეძინა და ხელიდან გაუშვა შუბი, რომელიც რაინდის ჩაფხუტს მოხვდა და ხმაური გამოიწვია. როგორც ჩანს, ამ ხმამ გამოაღვიძა მეფეში მხეცი.

"ბრძოლის შემდეგ" კარლი კომაში ჩავარდა. მისი ბიძები, რეგენტები, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მეფე ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ კარლ VI-მ გაიღვიძა და ერთი თვის შემდეგ იგი სრულიად გამოჯანმრთელდა. კარლი წუხდა, რომ მოკლა უდანაშაულო ხალხი და მათ ოჯახებს სოლიდური პენსიები დაუნიშნა. ამ ინცინდეტის შემდეგ, კარლი სასოწარკვეთილებამ მოიცვა და კვლავ გადასცა ძალაუფლება რეგენტებს, ფაქტობრივად აღარ იღებდა მონაწილეობას სამეფო საქმეებში.

393 წლის იანვარში დედოფალმა გადაწყვიტა გაეხარებინა ქმარი მხიარული მასკარადით. დედოფალი იზაბელა ბავარიელი იმედოვნებდა, რომ რთულად მორთული სამოსი და უჩვეულო ვარცხნილობები გაახალისებდა მეფეს, მაგრამ მასკარადი კიდევ უფრო ამწვავებდა კარლის დაავადებას.
image
მეჯლისზე კარლი და მისი ხუთი თანამოაზრე ველურებივით იყვნენ გამოწყობილნი. მათი სამოსი დაფარული იყო კანაფით და გაჟღენთილი ცვილით. ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში სტუმრებს უნდა გამოეცნოთ თუ რა ველური არსებები იყვენენ მათ წინაშე. დამსწრეებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ ველურებთან ჩირაღდნებით ან სანთლებით მიახლოება. მაგრამ მეფის ძმა ლუი ორლეანელი შემოვიდა დარბაზში თავისი თანმხლებლებით. მოცეკვავეების ნახვის სურვილით, ჩირაღდნით მიუახლოვდა მათ (სხვა ვერსიით, ერთ-ერთ მოცეკვავეს ხუმრობით ესროლა ჩირაღდანი). ცვილს ცეცხლი წაეკიდა, ველური დარბაზში სირბლის მოჰყვა, ცდილობდა ალი ჩაექრო, მაგრამ ცეცხლი სხვებსაც მოედოთ.

კარლ VI-ის დეიდამ ჟანა II-მ მეფე გადაარჩინა და ცეცხლი ჩააქრო. მემატიანეები, რომლებიც აღწერდნენ მეჯლისს მრავალი წლის შემდეგ, წერდნენ, რომ ცეცხლი ველურებს სასქესო ორგანოებზე წაეკიდათ ისინი კი გენიტალიებს იგლეჯდნენ და ჭრილობებიდან სისხლი შადრევანივით ჩქებდა. კარლის გარდა გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც ველურის სამოსში იყო გამოწყობილი. იგი წყლით სავსე ჭურჭელში ჩავარდა. დანარჩენი ოთხი დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა. დაბნეულობისა და პანიკის დროს ბევრმა სტუმარმა ასევე მიიღო სერიოზული დამწვრობა.
image
ველურების მასკარადის შემდეგ კარლის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ვეღარ ცნობდა ცოლს და არ სჯეროდა, რომ მეფე იყო. შემდეგ კი საკუთარ თავს დაუბრუნდა. ჯანსაღ მდგომარეობაში შეძლო სამეფო საქმეებში ჩართვა, მაგრამ ფსიქიკური აშლილობის შეტევის დროს ოთხზე დარბოდა, ეშინოდა დაბანისა და ჭამის, ფიქრობდა, რომ ბროლისგან იყო შექმნილი და ვერ ცნოდა საყვარელ ადამიანებს. მომავალში, როდესაც კარლი გრძნობდა, რომ სიგიჟის ახალი შეტევა ეწყებოდა ნებაყოფლობით ეძლეოდა განმარტოებას. ასე რომ, კარლი ჩვეულებრივ ტახტზე 2-3 თვე იჯდა და 2-3 თვეს ატარებდა გისოსებს მიღმა, რათა ვინმესთვის ზიანი არ მიეყენებინა.
image
რაღაც მომენტში დედოფალი იზაბელა სასახლიდან გადავიდა, საკუთარი თავის და ბავშვების დაცვის მიზნით, რადგან სიგიჟის შეტევის დროს კარლი მას მთავარ მტრად მიიჩევდა. კარლის დამშვიდება მხოლოდ მის საყვარელს ოდეტა დე ჩამდივერს შეეძლო. ის მეფის გვერდით იყო 16 წლის განმავლობაში. ხანდახან შეეძლო მისი გონზე მოყვანა მხოლოდ მკაცრი გამოხედვის წყალობით. კარლს უყვარდა ოდეტთან კარტის თამაში, რასაც ხშირად მოჰყვებოდა სქესობრივი აქტი, მით უმეტეს, რომ ოდეტა მუდამ დამყოლი იყო მეფის მიმართ.
image
კარლის მმართველობა საფრანგეთის დაშლით დასრულდა. მეფე გარდაიცვალა მალარიით 1422 წლის 21 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში. სასიკვდილო სარეცელზე მეფის გვერდით იყვენ ოდეტა და მისი ქალიშვილი მარგარიტა, რომელიც ქალს კარლისგან შეეძინა. ამბობენ, რომ სიკვდილის წინ შეშლილ მეფეს საღად აზროვნების უნარი დაუბრუნდა და მან ოდეტასა და ქალიშვილ მარგაირტას მიმართა:
ჩემო შვილო ... მე გაძლევ ... მე გაძლევ... აჰ! დამავიწყდა, საფრანგეთის მეფეს არაფერი აქვს... კურთხევა, სულ ეს არის, რაც მას შეუძლია მოგცეს... ოდეტა!... ოდეტა!...

მეფე კარლ VI-ს ორი მეტსახელი ჰქონდა: შეშლილი და საყვარელი. იმისდა მიუხედავად, რომ კარლის ხანგრძლივ მეფობას კარგი არაფერი მოჰყოლია, ხალხს უყვარდა ის და გულწრფელად გლოვობდა მის სიკვდილს.






0
193
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0