x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
დედამ ნარკოტიკების სანაცვლოდ ქალიშვილს ზაზუნა შეუჭამა
imageბრიტანულ ლინკოლნშირში სამართალდამცავებმა ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში შოკისმომგვრელი ვიდეო გამოქვეყნდა. კადრებში ჩანდა, რომ ქალი ნარკოტიკების სანაცვლოდ ქალიშვილის ზაზუნას ჭამდა. ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.


შოკისმომგვრელ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ კლავს 39 წლის ბრიტანელი ქალი უმწეო შინაურ ცხოველს, შემდეგ უკან აგდებს თავს და მღრღნელის სხეულს პირში იდებს. "ჭამის" დროს მას ხელში წყლის ბოთლი უჭირავს. ქალმა ეს მზაკვრული საქციელი, სავარაუდოდ, კრეკი კოკაინის დოზის სანაცვლოდ შეასრულა.

image

გასულ ხუთშაბათს ქალი დააკავეს, ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. თუმცა გამოძიების პერიოდში „ზაზუნების მჭამელს“ სახლში წასვლის უფლება მისცეს.



RSPCA-ს(ცხოველთა მიმართ სისასტიკის პრევენციის სამეფო საზოგადოება) წარმომადგენელმა განაცხადა: ”ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი ვიდეო და გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ ჩვენ გამოვიძიებთ ამ ინციდენტს და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ პოლიციასთან."


„გთხოვთ, არ დაგვირეკოთ ამ ვიდეოს შესახებ, თუ არ გაქვთ პირველადი ინფორმაცია ინციდენტის შესახებ, რომელიც შეიძლება დაეხმაროს გამოძიებას, რადგან ამან შეიძლება შეაფერხოს სასწრაფო ზარები იმ ცხოველების შესახებ, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ"

„თუ ნახავთ ამ ვიდეოს სოციალურ მედიაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ შესაბამის პლატფორმას. „გთხოვთ, არ გააზიაროთ ვიდეო და არც კომენტარი გააკეთოთ, რადგან ეს ზრდის შანსებს ნახონ სხვა ადამიანებმა და მათი დანაღვლიანება გამოიწვიოს"-დასძინა RSPCA-ს წარმომადგენელმა.

0
125
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0