x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი რუსული ანსამბლის "Ласковый Май"-ს წევრებს საშინელი ბედისწერა დასდევდა, რა იყო ეს უბრალო დამთხვევა თუ?!
image შესაძლოა თქვენ არ იცოდეთ, მაგრამ იური შატუნოვის სიკვდილამდე ცნობილი რუსული ანსამბლის წევრები უცნაურ სიტუაციებში იღუპებოდნენ. ესაა სიკვდილის გრძელი ჯაჭვი, რომელიც მკვლელობების სერიალზე აგებული ფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავს.
იური შატუნოვის სიკვდილი ბოლო იყო ამ ანსამბლის წევრებს შორის, ცნობილია რომ მომღრალი გულს არ უჩიოდა, მაგრამ მწვავე ინფარქტით დაიღუპა.
წარმოგიდგენთ რუსული ანსამბლის წევრებზე სტატისტიკას:

იგორ მიშინი-დრამერი. მეგობრის ქორწილში სასტიკად ცემეს მთვრალმა სტუმრებმა. მუსიკოსი სახლში წაიყვანეს, გაურკვეველ ვითარებაში 4 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.

მიხაილ სუხომლინოვი-კლავიშებზე დამკვრელი. იური შატუნოვის სახლის წინ 1993 წელს მოკლეს, ვიღაცა ცდილობდა იური შატუნოვის მოკვლას, მაგრამ ტყვია მას აცდა და სუხომლიანოვს მოხვდა. უნდა ითქვას, რომ მიხაილი გარეგნულად ძალიან ჰგავდა იურის და შესაძლოა მკვლელს უბრალოდ შეეშალა მსხვერპლი.

იური პეტლიურა-22 წლის მომღერალი საკუთარი მანქანით სრულიად უსაფრთხო სიტუაციაში მოყვა ავარიაში 1996 წელს.

არვის იურგაიტისი-კლავიშებზე დამკვრელი. 2005 წელს სიგარეტის მოწევისას ჩაეძინა, სიგარეტის ნამწვმა ხანძარი გააჩინა, საიდანაც მუსიკოსმა ვერ გამოაღწია.

ვიაჩესლავ პონომარევი-ბას-გიტარისტი. 2007 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რამდენიმე თვით ადრე სრულიად ჯანმრთელი იყო სამედიცინო ანალიზით.


ალექსეი ბურდა-კლავიშებზე დამკვრელი. 2012 წელს იპოვეს გარდაცვლილი ჩერქიზოვის სასაფლაოსთან.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დღემდე არაა დადგენილი.

იური გუროვი-მომღერალი. გარდაიცვალა 2012 წელს ავტოკატასტროფაში, მანქანას სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა.

იგორ ანისიმოვი-2013 წელს გარდაიცვალა საკუთარ სახლში. იგორს მთვრალმა სტუმარმა ცოლის წინ გამოჭრა ყელი.

.რაშიდ დაირაბაევი-როცა ანისიმოვის სიკვდილი გაიგო ფართო ინფარქტის და თავში სისხლის ჩაქცევის გამო დაიღუპა.


წელს 22 ივნისს გარდაიცვალა იური შატუნოვი გულის ინფარქტით.

imageimage

0
462
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
462