x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
20 ნაკლებად ცნობილი და უცნაური ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

აქ, II მსოფლიო ომის შესახებ, 20 ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც არც ისტორიის სახელმძღვანელოებში წერია და არც ფართოდ არის ცნობილი. მაგრამ, იმდენად საინტერესოა, რომ მისი ცოდნა ნამდვილად ღირს:


1. ადოლფ ჰიტლერის ძმისშვილი, ვილჰელმ ჰიტლერი, ომის დროს, აშშ–ს სამხედრო–საზღვაო ფლოტში მსახურობდა და ბიძის წინააღმდეგ იბრძოდა.image


2. პირველი გერმანელი ჯარისკაცი, რომელიც ომის დროს დაიღუპა, იაპონელებმა მოკლეს.


3. II მსოფლიო ომის დასაწყისში, გერმანულმა კოკა–კოლას ჩამოსასხმელმა ქარხანამ, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატებიდან ინგრედიენტების მიწოდება შეწყდა, სახელდახელოდ, ახალი სასმლის დამზადება დაიწყო, რომელსაც — «ფანტა» (შემოკლება «ფანტაზიიდან») ერქვა.


4. ევროპის თავზე, მოკავშირეების ბომბდამშენების ეკიპაჟის 100 000–ზე მეტი წევრ დაიღუპა.


image5. 1944 წლის ზაფხულისთვის, ბრიტანეთის სპეცოპერაციების სამმართველომ ჰიტლერის მკვლელობის დეტალური გეგმა მოამზადა. მაგრამ, ბოლო მომენტში, როდესაც მისი ლიკვიდაციისთვის ყველაფერი მზად იყო, ფიურერის მოკვლა გადაიფიქრეს... ოპერაცია იმის გამო გააუქმეს, რომ ჰიტლერის ადგილის დაკავება უფრო ძლიერ სტრატეგს შეეძლო, რაც ომის დასრულებას გააჭიანურებდა.


6. ამერიკული სათამაშო ბანქოს კომპანია – Bicycle, II მსოფლიო ომის დროს, აშშ–ს ხელისუფლების დაკვეთით, კარტის სპეციალურ დასტებს აწარმოებდა, რომელიც გერმანიის ციხეებში, დატყვევებულ ამერიკელებს ეგზავნებოდათ. როდესაც ბანქო სველდებოდა, მასზე ტოპოგრაფიული რუკის ფრაგმენტები ისახებოდა, რომელზეც გაქცევის მარშრუტები იყო ნაჩვენები.


7. დიდი სამამულო ომი 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო და 3 წელი 10 თვე და 18 დღე, ანუ 1418 დღე–ღამე გრძელდებოდა. ხოლო, ამ ომის ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლა — ლენინგრადისთვის იყო, რომელიც 1126 დღე გრძელდებოდა.


8. II მსოფლიო ომის დროს, უნაკლოდ მომზადებული ჯაშუშები, უნაკლოდ გაყალბებული საბჭოთა პასპორტებით შემოვიდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მაგრამ, ისინი მაშინვე დააკავეს. საქმე იმაში იყო, რომ მათი პასპორტის სამაგრები, უჟანგავი ფოლადისგან იყო დამზადებული. ხოლო, საბჭოთა პასპორტების, დამაგრების ადგილებში, ჟანგის ლაქები ჰქონდა.


9. ომის დროს დაღუპული, ხუთიდან – ოთხი, გერმანელი მეომარი აღმოსავლეთს ფრონტზე მოკლეს.


10. II მსოფლიო ომის დროს, აშშ-ს არმიის ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი, 12 წლის კელვინ გრემი იყო. მან თავისი ასაკის შესახებ იცრუა, როდესაც აშშ-ს საზღვაო ძალების რიგებში ჩაეწერა. ნამდვილი ასაკი, მხოლოდ მისი დაჭრის შემდეგ გამომჟღავნდა.image


11. წყალქვეშა ნავებზე მყოფი მეომრებიდან, მხოლოდ 25 % გადარჩა, ანუ ყოველი 4–დან – 3 დაიღუპა.


12. სტალინგრადის ალყის დროს, უფრო მეტი საბჭოთა ადამიანი (სამხედრო და სამოქალაქო) დაიღუპა, ვიდრე, მთელი ომის დროს, ამერიკელები და ბრიტანელები ერთად.


13. ომის დროს, ამერიკაში "ჰამბურგერს" – "თავისუფლების სტეიკი" ეძახდნენ.


14. 1923 წელს საბჭოთა კავშირში დაბადებული მამაკაცების მხოლოდ 20 % გადაურჩა ომს.


image15. ომის დროს, იაპონიის ყველაზე დიდი ჯაშუშური ქსელი მექსიკაში მდებარეობდა.


16. საბჭოთა ბანაკებში სამხედრო ტყვეების სიკვდილიანობა 85 %–ს შეადგენდა.


17. მოკავშირეების მიერ ბერლინში ჩამოგდებულმა პირველმა ბომბმა, ბერლინის ზოოპარკში ერთადერთი სპილო იმსხვერპლა.


18. იაპონიაში, მესამე ატომური ბომბის აფეთქების საჭიროება რომ დამდგარიყო, სამიზნე ტოკიო იქნებოდა.


19. იაპონიის საიმპერატორო ჯარი ოფიცერი ჰიროო ონოდა, რომელიც ფილიპინებზე მსახურობდა, არ დაიჯერა, რომ ომი დასრულდა და 1945 წელს არ ჩაბარდა. როდესაც მისი რაზმის ყველა წევრი დაიღუპა, ის ჯუნგლებში გაიქცა და პარტიზანული საქმიანობა გააგრძელა.

1974 წელს, ანუ თითქმის, 30 წლის შემდეგ, მისი ყოფილი მეთაური იაპონიიდან ფილიპინებზე სპეციალურად ჩავიდა, რომ მისთვის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება პირადად გადაეცა. ამ ხნის მანძილზე, მან 30 უდანაშაულო ადამიანი მოკლა.


20. II მსოფლიო ომის მსხვერპლი 50 – 70 მლნ. ადამიანი იყო. დაღუპულების 80 %, 4 ქვეყნის – სსრ კავშირის, ჩინეთის, გერმანიის და პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ. ხოლო, მსხვერპლის 50 % მშვიდობიანი მოქალაქეები, ძირითადად, ქალები და ბავშვები იყვნენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 ექსტრემალური და უცნაური ფაქტი მზის სისტემის შესახებ

* საინტერესო ფაქტები ავსტრალიის შესახებ, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ

* მეხანძრე სიკვდილისგან ცეცხლმა იხსნა

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (II ნაკრები)

* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა

* სასაცილო სიტუაციები გზებზე (15 ფოტო)

* მიწისქვეშა ცივილიზაციებმა შესაძლოა თავი გაამჟღავნონ


0
917
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
917
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0