საზოგადოება "გადაი@ვით უკვე თავზე!!! სადაა ფული???" - ვის მიმართავს ირინა სარიშვილი 2022, 27 ივნისი, 16:03 ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავს და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი თანხის დროულად გადახდისკენ მოუწოდებს:საქართველოს მთავრობა!!!სადაა ბავშვების ფული?!!!წინა თვისას იხდით და იმასაც უკვე არნახული დაგვიანებით!თითქმის წელიწადია ამ ჯოჯოხეთურ მოლოდინში გვაცხოვრებთ! მაგრამ რასაც ეხლა აკეთებთ, ეს უკვე არაფერში აღარ წერია!!!ყველა რესურსი ამოწურულია!!!ან შვილი არ გტავთ ან დედა ან და ან ძმა??? ვინა ხართ?? სად დაუბადეთ ვინ გაგზარდათ???გადაიჯვით უკვე თავზე!!!სადაა ბავშვების ფული სად??? "- წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ყოფილი დეპუტატი საკუთარი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ერთი თვის წინაც წერდა:"ყველა, ვისაც გეხებათ ჯანდაცვაში პრობლემების მქონე ბავშვებისთვის პროგრამით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის ჩარიცხვა, გეხებათ, შეგიძლიათ და მაინც ყოველთვე აგვიანებთ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე - უბრალოდ ცუდი ადამიანები ხართ, ძალიან ცუდი. სამწუხაროდ, კანონი ამისთვის არ სჯის".442 შეფასება არ არის |