x
მეტი
  • 10.08.2022
  • სტატია:121430
  • ვიდეო:354801
  • სურათი:493471
10 წვრილმანი ფილმებიდან, რომლებსაც რეჟისორები ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ მაყურებელს არ მოსწონს

image
ფილმებისა და სატელევიზიო შოუების გმირებს, როგორც ჩანს, ზებუნებრივი ძალები აქვთ, ეკრანზე ადამიანები თითქმის არ ოფლიანდებიან ან წითლდებიან, ტიპიური წყვილის დილა კი იწყება კბედნიერი სახეებით კბილების გახეხვით, თანაც კბილის პასტის გარეშე.

1. აიგნორებენ ქუდებს და ხელთათმანებს

რა თქმა უნდა, ყველას ესმის, რომ გადაღებები პავილიონებში მიმდინარეობს და თოვლის სქელი ფენაც შეიძლება მხოლოდ კომპიუტერული გრაფიკით ჩანდეს, მაგრამ, მაგალითად, ქუდის, ხელთათმანების და შარფების არარსებობა საკმაოდ უცნაურია, თუ სცენარის მიხედვით, პერსონაჟები გზას გადიან ქარიშხალში და თოვლში. image

2. ულამაზესი საუზმე, რომელსაც არავინ ჭამს

ყველა ფილმში ან სერიალში შეიძლება შეგხვდეთ სცენა, სადაც მთავარი გმირი დილით საჭმლით სავსე მაგიდას უჯდება, სადაც ხშირ შემთხვევაში კრუასანები, ტოსტები, ბეკონი, კვერცხი, ყავა, წვენები და სხვა სასუსნავები დევს, მაგრამ მათ ჭამაზე რატომღაც არავინ ფიქრობს.image

3. კბილებს პასტის გარეშე იხეხავენ

კადრებს, რომლებშიც მსახიობი კბილებს იხეხავს, ​​ბევრისთვის გამაღიზიანებელია. აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ ახერხებენ კბილების გახეხვას ცარიელი ჯაგრისით გრამი პასტის გარეშე. რასაკვირველია, ნიკაპზე ჩამოსული ქაფი და სარკეზე მიწუწული შხეფები არ არის ესთეტიკის სიმაღლე, მაგრამ სცენა, რომელშიც გმირი აბაზანაში შედის, ჯაგრისს იღებს და მაშინვე პირში იდებს, ნდობას არ იწვევს.image

4. ქაღალდის პაკეტი ხელის მოსაკიდებლის გარეშე

მაშინაც კი, თუ სიუჟეტის მიხედვით, პერსონაჟი მიდის მაღაზიაში 1 კვირის მარაგის საკვების საყიდლად, ბოლოს მის ხელში ვხედავთ ერთ (იშვიათად რამდენიმე) ლამაზ შეფუთვას ყავისფერი სქელი ქაღალდისგან, რატომღაც ყოველთვის ხელის მოსაკიდებლის გარეშე. რა თქმა უნდა სიუჟეტის მიხედვით ქაღალდის პაკეტიც უნდა გაიხეს და პროდუქტები ძირს დაიყაროს.image

5. შხაპის მიღების დროს იშვიათად დაინახავთ შამპუნს ან საპონს.

რამდენ სცენასი გინახავთ შხაპის მიღების პროცესი? ძირითადად პერსონაჟები უბრალოდ დგანან წყლის ნაკადის ქვეშ გაუნძრევლად და უბრალოდ რესურსე4ბს ხარჯავენ.image

6. ყველაფრით უზრუნველყოფილი ბინა

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ფული გაქვს, ბინა ყოველთვის ყველაფრით უზრუნველყოფილი და მყუდრო უნდა იყოს. გაუგებარიცაა ვინ იხდის ქირის ფულს, ან საიდან აქვს მთავარ მარტოხელა გმირს ყოველ დღე შოპინგისთვის განკუთვნილი ფული.image

7. მამაკაცის პერანგი

თითქმის ყველა რომანტიულ ფილმში დილით ქალი თავისი პარტნიორის პერანგს იცვამს, რომელიც ხანდახან იდეალურად ერგება და ძალიან კომფორტული ჩანს. მიუხედავად მაინც ისმის კითხვა, რატომ არ იცვამენ თავიანთ ტანსაცმელს?image

8. თინეიჯერის ოთახი ყოველთვის არეულია

არავისთვის არაა საიდუმლო, რომ თინეიჯერებს ოთახებში დიდად სისუფთავე არ უყვართ, თუმცა ყველაფერი ისე ყოვლისმომცველად არეულიც არაა, როგორც ეს ფილმებშია ნაჩვენები, განსაკუთრებით კი ფრიადოსანი გოგონების ოთახებში.image

9. ფეხსაცმლით წოლა საწოლზე ნორმალურია

ფილმებში და სერიალებში ფეხსაცმლით რომ დადიან თავიანთ ბინებში ასე თუ ისე მისაღებია, თუმცა სცენები, სადაც გმირები საწოლზე, ან დივანზე წვებიან ფეხსაცმელებით ნამდვილად გამაღიზიანებელია.image

10. მთავარი გმირები ყველაფერს ჭამენ

როგორც წესი, ფილმებში მამაკაცებს წონის კონტროლი არ სჭირდებათ. მათ შეუძლიათ მიირთვან ნებისმიერი რამ, დაწყებული ყველაზე ცხიმიანი სასუსნავებით, რამდენიმე სტეიკით დამთავრებული, მაგრამ მათ რა თქმა უნდა მაინც იდეალური პრესი და კუნთები აქვთ. მაგრამ როგორც კი ფილმში ქალი შეხედავს ბურგერს და კარტოფილს, გვერდით აუცილებლად ეყოლება ვინმე, ვინც ეტყვის, თუ რამდენად მავნეა ის ფიგურისთვის.image









0
934
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
934
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0