x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჰეროდოტეს თვალით დანახული უძველესი კოლხეთი
image


კოლხეთი უძველესი რეგიონია შავი ზღვის უკიდურესი აღმოსავლეთით, კავკასიონის ქედიდან სამხრეთით, თანამედროვე საქართველოს დასავლეთი ნაწილში. ის მოიცავს მდინარე ფაზისის (თანამედროვე რიონის) ხეობას.

ბერძნულ მითოლოგიაში კოლხეთი მედეას სამშობლო და არგონავტების დანიშნულების ადგილი იყო, გასაოცარი სიმდიდრის და ჯადოქრობის მიწა. კოლხეთი შემდგომში კოლონიზებული იყო მილეტელი ბერძნების მიერ, რომელთაც ადგილობრივი კოლხები ამარაგებდნენ ოქროთი, მონებით, ტყავით, სელის ქსოვილით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითა და ისეთი გემთსაშენი მასალით, როგორიცაა: ხე-ტყე, სელი, ფიჭვი და ცვილი.


კოლხთა ეთნიკური წარმომავლობა, ჰეროდოტეს აღწერით, ეგვიპტური იყო. ნაშთები სენუსერტ პირველის (ბერძენთათვის სესოსტრისი) არმიისა, რომელიც იყო მეორე მეფე მეთორმეტე დინასტიისა და ტახტზე ავიდა მამამისის, ამენემჰეტ პირველის, მკვლელობის შემდეგ.


ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნემდე, ისინი სპარსეთის ნომინალური სუზერენობის ქვეშ ცხოვრობდნენ და შემდეგ შევიდნენ მითრიდატე მეექვსეს სამეფოს შემადგენლობაში (პირველი საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე), ხოლო შემდეგ რომის კონტროლქვეშ. ისინი ლაზიკასთან გაერთიანდნენ ახალი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში და წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან ბუფერულ სახელმწიფოს სასანიდურ ირანსა და ბიზანტიის იმპერიებს შორის. გვიან მერვე საუკუნეში კოლხეთი აბაზგიას შეუერთდა, რომელიც, თავის მხრივ, ერთიანდებოდა რუსეთის საქართველოში.


image



ჰეროდოტე განაგრძობს: "ამ მეფეების შემდეგ ვისაუბრებ მეფეზე, რომელიც მოგვიანებით ავიდა ტახტზე- სესოსტრისზე. ის, როგორც მღვდლები ამბობდნენ, უპირველეს ყოვლისა, არაბეთის ყურიდან სამხედრო გემთა ფლოტით დაიძრა ერითრეის ზღვის სანაპიროებამდე, დაიმორჩილა ერები იქამდე, სადამდეც მივიდა, სანამ საბოლოოდ არ მიაღწია ზღვას, რომელში ზღვაოსნობაც არ შეიძლებოდა რიფების გამო.

ამის შემდეგ ის დაბრუნდა ეგვიპტეში, როგორც მითხრეს, დააგროვა დიდი შეიარაღება და მიაღწია პროგრესს ხმელეთის გადალახვაში კონტინენტზე, დაიპყრო ყველა ხალხი, რომელიც გზაზე გადაღობა.


იმ ქვეყნებში, რომლებმაც გაუძლეს შეტევას მამაცურად, საკუთარი თავისუფლებისთვის, მან აღმართა სვეტები, რომლებზეც დააწერინა საკუთარი და თავისი ქვეყნის სახელები და თუ როგორ დაიმორჩილა მან აქაური მცხოვრებნი საკუთარი იარაღის ძალით: ხოლო, სადაც, პირიქით, დაემორჩილნენ, ამ დეტალების გარდა მან სვეტებზე დატოვა ემბლემა, რომ ეს იყო ქალთა ერი, არამეომარი და არამამაკაცური.


აზიის კონტინენტის გადაკვეთისას, საიდანაც იგი გადადიოდა ევროპაში, მან საკუთარი თავი აქცია სკვითებისა და თრაკიის მბრძანებლად, ამ ქვეყნების გარდა, არ ვფიქრობ, რომ მისმა ჯარმა განაგრძო ლაშქრობა. აღმართული სვეტები კვლავ ჩანს ამ დრომდე, მაგრამ უფრო დაშორებულ ადგილებში, უკვე აღარ.

თრაკიიდან ეგვიპტეში დაბრუნებისას, მან გაიარა მდინარე ფაზისის სანაპიროზე. აქ, ზუსტად ვერ ვიტყვი, თუ რა მოხდა. ან მან თავისი ნებით ჩამოაშორა ძირითადი არმიას ჯარისკაცთა გარკვეული ნაწილი და დატოვა ისინი კოლონიზაციისთვის, ან გარკვეული რაოდენობა ხეტიალიით დაღლილი და მიტოვებული ჯარისკაცებისა თავად დაფუძნდა მდინარის სანაპიროებზე.


ეჭვგარეშეა, რომ კოლხები ეგვიპტური რასისა არიან. ეს იქამდე შევნიშნე, ვიდრე სხვისგან მოვისმენდი რაიმე ფაქტს. ამ აზრის გაელვების შემდეგ, მე გამოვიკითხე, როგორც კოლხეთში, ასევე ეგვიპტეში და გავარკვიე, რომ კოლხებს უფრო ბევრი მოგონება აქვთ ეგვიპტელებთან, ვიდრე პირიქით. ეგვიპტელები ჯერ კიდევ ამბობენ, რომ კოლხები გამრავლდნენ სესოსტრისის არმიისაგან.

ჩემი ვარაუდები ემყარება, პირველ რიგში, ფაქტს, რომ ისინი შავკანიანი, ხუჭუჭი ხალხია, ეს, რა თქმა უნდა, მცირედია, რადგან სხვა ბევრი ერიც ასეთია; მაგრამ განსაკურებით იმ გარემოებას, რომ კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპელები (ნუბიელები) ადრეული ხანიდან ატარებდნენ წინადაცვეთას.


ფინიკიელები და პალესტინელი სირიელები აღიარებდნენ, რომ მათ ბევრი წეს-ჩვეულება ეგვიპტელებისგან შეითვისეს. და სირიელები, რომლებიც ცხოვრობდნენ მდინარეების თერმოდონისა და პართენიუსის მახლობლად, ისევე როგორ მათი მეზობელი მაკრობიელები, ამბობენ, რომ მათ მიიღეს წეს-ჩვეუულებანი კოლხებისგან. ახლა მხოლოდ ეს ერები იყენებენ წინადაცვეთას და აშკარაა, რომ ისინი ბაძავენ ეგვიპტელებს.

რაც შეეხება, ეთიოპიელებს, მე ვერ გადავწყვეტ მათ მართლაც ისწავლეს თუ არა ეგვიპტელთა პრაქტიკა, თუ ეგვიპტელებმა ისწავლეს მათგან ეჭვგარეშეა, რომ ეს უძველეს დროს მიეკუთნება ეთიოპიაში, მაგრამ სხვებმა, რომ ცოდნა ეგვიპტელებისგან მიიღეს, ჩემთვის ნათელია ფაქტით, რომ როცა ფინიკიელები გადაწყვეტდნენ ბერძნებთან ვაჭრობას, ისინი წყვეტდნენ ეგვიპტელთა ამ ჩვეულების მიყოლას და ტოვებდნენ ბავშვებს წინადაცვეთის გარეშე.


დავამატებ მტკიცებულებას ეგვიპტელებისა და კოლხების იდენტურობის შესახებ. ეს ორი ერი ქსოვს ტილოს სრულიად ერთნაირად და ქსოვის ეს გზა მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის უცნობია; ისინი ასევე ცხოვრების წესითა და ენით ჰგვანან ერთმანეთს. კოლხურ ტილოს ქსოვილს ბერძნები სარდინიულს უწოდებენ, მაშინ როცა ის ეგვიპტიდან მოდის და ცნობილია ეგვიპტურის სახელით.


სვეტები, რომლებიც სესოსტრისმა აღმართა დაპყრობილ ქვეყნებში, მეტწილად, გაუჩინარდა; მაგრამ სირიის ნაწილში, პალესტინაში, მე თავად ვხედავ ბევრ მათგანს, ჯერ კიდევ აღმართულს, ზემოხსენებული წარწერებითა და მკაფიოდ ხილული ემბლემით. იონიაში ასევე კლდეზე ამოტვიფრულია ამ პრინცის ორი გამოსახულება, ერთი ეფესოსა და ფოკეის გზაზე, მეორე კი სარდისისა და სმირნას შორის. თითოეულ გამოსახულებაზე არის კაცის ფიგურა, ოთხი წყრთა და მტკაველის სიმაღლე, მარჯვენა ხელში შუბით, მარცხენაში ისრით, დანარჩენი ჩაცმულობა ნახევრად ეგვიპტურის, ნახევრად ეთიოპიურის მსგავსია. მკერდზე, მხრიდან მხრამდე, არის წარწერა ეგვიპტური წმინდა პერსონაჟისა: „ჩემი მხრებით მე ეს მიწა დავიპყარი“.

დამპყრობელი არ გვეუბნება, თუ ვინ არის, ან როდის მოვიდა, თუმცა სხვაგან სესოსტრისი ამ ფაქტებს აფიქსირებს. ზოგიერთმა, ვინც ეს ფორმები ნახა, წარმოიდგინა, რომ ესენი მემნონის ფიგურებია; მაგრამ, ვინც ასე ფიქრობს, ძალიან ცდება სიმართლეს.

2
291
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
291
  
2022, 17 ივლისი, 22:04
კომენტარი წაშლას ექვემდებარება - არათემატურია.
2022, 17 ივლისი, 20:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2