x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"რა იყო ხალხო, უხერხულად ხომ არ გეჩვენებათ ასეთი ბრმაყრუობის გამოვლინება?" - მარიკა ბაკურაძე
image

ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე საზოგადოების ნაწილს საყვედურით მიმართავს და წერს:


"ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე პოსტავენ, რომ "ამ საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა",


ადამიანები, რომლებიც ყველა პოლიტიკურ გაფაჩუნებას ახალ პოსტს და პირდაპირ ლაივ-ვიდეოებს უძღვნიან,



ადამიანები, რომლებიც დღეში სამჯერ, სამსახურის რეჟიმივით წერენ სტატუსებს აქცენტირებულად იმაზე, რაც ცუდი ხდება ჩვენს ქვეყანში.


ადამიანები, რომლებიც დღეში ათ პოსტს უძღვნიან უკრაინას და უკრაინელებზე უფრო პატრიოტობას ამტკიცებენ.


ადამიანები, რომლებიც დღეში ოც პოსტს უძღვნიან ამერიკას, ევროპას, პუტინს, ჯანმოს, მაიმუნის ყვავილს, ძაღლს და კატას,


და უცებ, ვატიკანში ქართული კონცერტი იწყება, ვატიკანის ტელევიზია ამ მოვლენას პირდაპირ ეთერში გადასცემს, დგება მომენტი, სადაც გვაქვს შანსი, რომ ყველა ნორმალური ერივით ერთი სიხარული გვიხაროდეს, ერთად ვამაყობდეთ და ჩვენთან რა ხდება?


აი, ეს ადამიანები, ვიზეც ზემოთ მოგახსენებდით საერთოდ ქრებიან, იმალებიან, ჩუმდებიან, დუმდებიან, არ ესმით და ვერ ხედავენ.


რა იყო, ხალხო, ასე ტოტალურად ყველას გაგეთიშათ ინტერნეტი?


ასეთი რთულია კარგის აღიარება და ჯანსაღი სიხარული?


უხერხულად ხომ არ გეჩვნებათ ასეთი ბრმაყრუობის გამოვლინება?


ძლივს, ამ დონის, უნაკლო და ღირსეული ნაბიჯი ვაჩვენეთ ევროპასაც და მთელ მსოფლიოსაც და შეირგეთ, გაიხარეთ და თქვენი ფბ-ბაბლებიც გაახარეთ, არ უნდა ამას ამდენი ჭმუნვები:)


ღმერთმანი"-წერს მარიკა ბაკურაძე.


ამინდი და ნეგატიური მოლოდინები. "ტროლების" შესახებ, თქვენთვის ახალი არ იქნება მათი დახასიათება, მაგრამ მაინც იცოდეთ, რომ 10-ჯერ არის გაზრდილი მათი რაოდენობა ყველა ოპოზიციურად და ევროპულად განწყობილ გვერდებზე."- წერს დომენიკ მანგო.

image

შეგახსენებთ, გუშინ პირველად ისტორიაში, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდმა ვატიკანში, სიქსტის კაპელაში კონცერტი გამართა, რომელიც ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ღონისძიებაზე სრულდება ქართული ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, „შენ ხარ ვენახი“ და სხვები.


ვატიკანში, ქართული საგალობლები, სიქსტეს კაპელას შემდეგ, წმინდა პეტრეს ტაძარშიც აჟღერდება.


სიქსტეს კაპელასა და წმინდა პეტრეს ტაძარში სხვა ქვეყნიდან მუსიკოსების მიწვევა უიშვიათესი შემთხვევაა.


ამისთის 40 წლის განმავლობაში იბრძოდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე:


"როგორც ვატიკანის პრესა წერს ამ დღეებში, როდესაც 1980 წელს ილია მეორე ესტუმრა ვატიკანსა და რომის მაშინდელ პაპს, სწორედ მაშინ დაიგეგმა, რომ ეს ურთიერთობა არ ყოფილიყო მხოლოდ ერთი შეხვედრის თემა და კულტურული ურთიერთობები გაგრძელებულიყო. როგორც ამბობენ, მას შემდეგ არაერთი მცდელობა იყო და 2019 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ მოიწვია ილია მეორე თავისთან, ვატიკანში და უთხრა, რომ 1980 წელს თქვენი ვიზიტის შემდეგ 40 წელი გადის და მოდით, ეს იუბილე ერთად აღვნიშნოთო. ამ დროს დაემთხვა პანდემია და მოვედით დღემდე. ამიტომაც, დღეს ჩვენ ილია მეორის ვატიკანში ვიზიტის 40 წლისთავს აღვნიშნავთ და იმასაც, რომ პატრიარქის სურვილი სწორედ მის მიერ დაფუძნებულ სამების საკათედრო საპატრიარქო გუნდს ემღერა ვატიკანში. ამის აღსრულება ხდება და ძალიან ვწუხვართ, რომ თავად პატრიარქმა ჩვენთან ერთად ყოფნა ვერ შეძლო“, -აღნიშნა კულტურის და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

1
1346
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1346
  
0 1 1