x
მეტი
  • 10.08.2022
  • სტატია:121430
  • ვიდეო:354801
  • სურათი:493471
გარღვეული კაბები და ხმაურიანი დავარდნები: პოდიუმზე მოდელების უხერხული კონფუზები

image


მოდელები ყოველთვის გრაციოზულად და მოხდენილად გამოიყურებიან. ისინი პოდიუმზე ისე დადიან თითქოს ღრუბლებში დანავარდობენ. თითოეული მათგანი საოცრად ელეგანტური და დახვეწილია და ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან ისინი ხომ მსოფლიო პოდიუმებზე ძვირადღირებულ და საკულტო დიზაინერების სამოსსა და ფეხსაცმელს წარმოადგენენ. ეს კი ნიშნავს რომ ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, მაგრამ ხშირად სწორედ სამოსი ხდება მოდელების კონფუზების მიზეზი. არაკომფორტული კაბები, მაღალი ქუსლები, უცნაური ქუდები როგორც წესი - პოდიუმზე ხმამაღალ და დასამახსოვრებელ სიტუაციებს ქმნის.


image


ირინა შეიკს ერთ - ერთ ჩვენებაზე პატარა ზომის კაბის მორგება მოუწია, რათა მოდელი მასში კიდევ უფრო ბევრად მაცდუნებელი გამოჩენილიყო, თუმცა შუა ჩვენების დროს ის უბრალოდ ნაკერებად დაირღვა. მიუხედავად ამისა მოდელი არ დაიბნა და ნახევრად დარღვეულ კაბაში საზოგაოდების წინაშე მაინც თავდაჯერებულად პოზირებდა.


image


მინ სინი პოპულარული ჩინელი მოდელი გახლავთ. ერთ-ერთ ჩვენებაზე გოგონა უზარმაზარ შლეიფზე მოცურდა და პირდაპირ პოდიუმზე დაეცა, კაბის დეკორი კი ზედ თავზე დაეცა.


image


ერთხელ მოდურ კონფუზს მომხიბვლელი შავი პანტერაც ვერ გადაურჩა, მაშინ ასეთი შეცდომების გამო მოდელებს მოდის ინდუსტრიიდან აგდებდნენ, თუმცა ნაომის ყველაფერი აპატიეს. ის კი ვივიენ ვესტვუდის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას შუა პოდიუმზე მოულოდნელად წაიქცა.


image


ამ საკმაოდ არაკომფორტული ფეხსაცმელებით მოდელი ისე წაიქცა რომ ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ შეძლო. დარბაზში მჯდომმა კეთილშობილმა მამაკაცმა გოგონა პოდიუმიდან თავაზიანად გააცილა.


image


აგნეს დეინი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და საყვარელი მოდელი გახლავთ, რომელიც ყოველ თავის უხერხულობას ღიმილით ხვდება. ერთ - ერთ ჩვენებაზე ის სამჯერ დაეცა, ამასთან ყოველ ჯერზე ის დგებოდა და თავის საქმეს აგრძელებდა, მაგრამ როცა პოდიუმზე მორიგ ჯერზე კვლავ დაეცა, გოგონამ გადაწყვიტა მოუხერხებელი ფეხსაცმელი საერთოდ გაეხადა და პოდიუმზე ფეხშიშველი გაევლო.


image


უსაშველოდ მაღალ და არაკომფორტულ ქუსლებზე მდგომი ჯესიკა სტემი პოდიუმზე გამოსვლისას მოულოდნელად წაიქცა. ამავდროულად, მოდელმა თავი პოდიუმს იმდენად მტკივნეულად დაარტყა, რომ მან ცრემლებიც კი ვერ შეიკავა.


image




0
975
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
975