x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"ერთი კვირაა ჩემი ოჯახი მორალური ტერორის მსხვერპლია!" - რას ამბობს ნოდარ მელაძე?

image


მოგეხსენებათ, გუშინ საღამოს "ტვ პირველის" ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც ჟურნალისტი ნოდარ მელაძე განცხადებით წარსდგა აუდიტორიის წინაშე და იგი ნათელს ჰფენს გარკვეულ სიტუაციებსა და მოვლენებს მისი ცხოვრებიდან.


იგი იწყებს საუბარს იმ დროიდან, როდესაც ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტი იყო და როდესაც იგი პირდირ რეჟიმში "ჩართვაზე" დადგა, არც არავისთვის, არც ხელმძღვანელებისთვის უკითხავს არაფერი.


იგი ასევე საუბრობს იმაზე, რომ მისი ოჯახი მორალური ტერორის მსხვერპლი გახდა.




გთავაზობთ მის გამოსვლას სრულიად:



"მე ვარ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბერს ეთერში გავუშვი იმედის დარბევის მთელი შავი დამოუნტაჟებელი მასალა, იმიტომ რომ ეს ჩემი პროფესიული მოვალეობა იყო! "


"ერთი კვირაა ჩემი ოჯახი, მორალური ტერორის მსხვერპლია! ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაკვეთილი კამპანიის შემსრულებლები იქამდე მივიდნენ, რომ გადაწვდნენ ჩემს ძმას პაატას და სამი შვილის მამა კრიმინალად გამოაცხადეს, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილმა 16 წლის წინ, თავისუფლება აჩუქა.


ჩემი ძმა პროფესიით მსახიობია, ბევრი წელი "სოხუმის თეატრის" სცენაზე თამაშობდა. 2010 წელს თეატრიდან მაშინდელმა ხელისუფლებამ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, დიმა ჯაიანთან და მსახიობ ნანა და ლილი ხურითებთან ერთად გამოაგადო, იმის გამო, რომ იყო თეატრის მაშინდელი ხელმძღვანელის, დიმა ჯაიანის თანამოაზრე და დადიოდა ოპოზციის ყველა აქციაზე.


როდესაც პროფესია წაართვეს, ისწავლა ხელობა და ახლა ცენტრალური გათბობის სისტემებს ამონტაჟებს. მე ვამაყობ, რომ ყველაზე მაგარი ძმა მყავს, ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქე! ამაყობდით თქვენც, როდესაც 2012 წელს ჩემს ძმას "ქართული ოცნების" დროშა აჰქონდა, მის მეგობრებთან ერთად მყინვარწვერზე. როდესაც ფილმ "ჰეროკრატიას" გადაღებებზე იწვევდით, როგორც ნიჭიერ მსახიობს. თქვენ რომ ლოგინში გორაობდით, ჩემი ძმა ქუჩაში უსამართლობას აპროტესტებდა, 2009 წლის 26 მაისს თავგატეხილი ხალხი რომ იდგა რუსთაველზე, მას ვეძებდი. ალბათ, ეს ყველაფერი გაგიკვირდათ. ერთ ოჯახის ორი წევრი როგორ შეიძლება სრულიად განსხვავებულად ფიქრობდეს. თავისუფლება ეს არის, როდესაც ადამიანები პატივს სცემენ ერთმანეთის მოსაზრებებს.


ახლა იმის გამო რომ მე კრიტიკული მედიის ჟურნალისტი ვარ, რომლის გადაცემებით მყუდროებას გირღვევთ, ჩემს ძმას გადაწყვდით. შეგიძლიათ მეორე წრეზე წასვლა. 2013 წელს ის "სოხუმის თეატრში" დაბრუნდა, მისივე მეგობარ მსახიობებთან ერთად, შეგიძლიათ მეორედ წაართვათ პროფესია და ისევ გამოუშვათ! ოღონდ თქვენგან განსხვებით თავისი პრინციპებისთვის არასდროს უღალატია - ღირსებას მონობაში არ ცვლის! ბოდიში ჩემს ოჯახს, ჩემს მშობლებს, ჩემს შვილებს და ჩემი შვილების დედას, რომლებსაც ეს ხელისუფლება მორალურ ტერორს უწყობს, იმის გამო, რომ მე ვარ გამომძიებელი ჟურნალისტი და წარმოვადგენ კრიტიკულ ტელევიზიას"- განაცხადა ნოდარ მელაძემ.



გაიცანით, ეს ნინო გიორგობიანია, ერთ-ერთი ადამიანი სამიდან, ვინც ამ მორალური ტერორის ბრძანებს გასცემს. ის საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მარჯვენა ხელი და საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი. ის აკონტროლებს, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ სატელევიზიო არხებს. რეკავს ამ ტელევიზიების "ნიუსრუმებში", გასცემს დავალებებს, რა მასალა უნდა მოხვდეს სატელევიზიო არხების ეთერში.


მოპოვებული ინფორმაციით, კრიტიკული მედიის წინააღდეგ, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილს არ მოსწონს, იერიში სწორედ ნინო გიორგობიანის გაცემული განკარგულებით ხდება.


ჩვენს მიერ მოპოვებული ფაქტებით დადგენილია დავალებების შემსრულებელთა სიაც, მათ შორის ერთ-ერთ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი ნინო კოტარიაა.


ჩვენ მოგვაწოდეს, მთელი სქემა, როგორ მუშაობს მედია-ცენზურა, მასალა დიდია დამუშავებას და ფაქტები გადამოწმებას საჭიროებს, ამიტომ ამას სხვა დროს მოგიყვებით!!!


გამარჯვებული ბოროტება არ არსებობს, ის აუცილებლად დამარცხდება, მთავარია საქართველოს ხელისუფლებისგან წამოსული ამ ბოროტების ნიაღვარმა ჩვენც არ შეგვცვალოს და საკუთარი არ დაგვაკარგინოს"- განაცხადა ნოდარ მელაძემ.

0
541
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0