x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ამას ახლა ეს ლუდის კათხა არ გადავათხლიშო თავზე"-რას ამბობს ბექა ყორშია?

image

ბექა ყორშია მისი სოციალური ქსელის მეშვეობით იხსენებს ერთ-ერთ სახალისო ისტორიას, რაც მას ბრიუსელში ყოფნისას გადახდა თავს.



გთავაზობთ "პოსტს" "ფეისბუქ" გვერდიდან:



"ბრიუსელში გადავწყვიტე ჩემი ფრანგულის დატესტვა. კი ვშიშობდი, მარა მე და Giorgi Khvedeliani ბარში შევთვერით და ვიფიქრე, ახლა ავჭიკჭიკდები-მეთქი. გვერდით მჯდომ ხანშიშესულ კაცს გავუბი ბაასი, პოლონეთთან რა მაგრად ითამაშა ბელგიამ, ძალიან კარგ ფორმაშია თქვენი ნაკრები-მეთქი. გამიღიმა, მომიჭახუნა.


ლუდზე ველაპარაკე, მერე ამელი ნოტომი რა კარგი მწერალია-მეთქი. ბოლო რომანი არ წამიკითხავს, მარა ეგეც კარგი იქნება-მეთქი. გარეთ წვიმს, მარა გულში დარია-მეთქი. თავი მიქნია ყველაფერზე, და კიდე მომიჭახუნა.



ველაპარაკე და ველაპარაკე, აღარ გავჩერებულვარ. გიორგი მეუბნება, ყოჩაღ, კარგად გცოდნია ფრანგულიო.


ასე, 10 წუთის მერე ამ კაცს აღმოხდა:


- ბოდიში, მე მხოლოდ ფრანგულად ვლაპარაკობ.


ამას ახლა ეს ლუდის კათხა არ გადავათხლიშო თავზე."- წერს იგი.




0
265
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0