საზოგადოება "ამას ახლა ეს ლუდის კათხა არ გადავათხლიშო თავზე"-რას ამბობს ბექა ყორშია? 2022, 26 ივნისი, 12:20 ბექა ყორშია მისი სოციალური ქსელის მეშვეობით იხსენებს ერთ-ერთ სახალისო ისტორიას, რაც მას ბრიუსელში ყოფნისას გადახდა თავს.გთავაზობთ "პოსტს" "ფეისბუქ" გვერდიდან: "ბრიუსელში გადავწყვიტე ჩემი ფრანგულის დატესტვა. კი ვშიშობდი, მარა მე და Giorgi Khvedeliani ბარში შევთვერით და ვიფიქრე, ახლა ავჭიკჭიკდები-მეთქი. გვერდით მჯდომ ხანშიშესულ კაცს გავუბი ბაასი, პოლონეთთან რა მაგრად ითამაშა ბელგიამ, ძალიან კარგ ფორმაშია თქვენი ნაკრები-მეთქი. გამიღიმა, მომიჭახუნა. ლუდზე ველაპარაკე, მერე ამელი ნოტომი რა კარგი მწერალია-მეთქი. ბოლო რომანი არ წამიკითხავს, მარა ეგეც კარგი იქნება-მეთქი. გარეთ წვიმს, მარა გულში დარია-მეთქი. თავი მიქნია ყველაფერზე, და კიდე მომიჭახუნა. ველაპარაკე და ველაპარაკე, აღარ გავჩერებულვარ. გიორგი მეუბნება, ყოჩაღ, კარგად გცოდნია ფრანგულიო. ასე, 10 წუთის მერე ამ კაცს აღმოხდა: - ბოდიში, მე მხოლოდ ფრანგულად ვლაპარაკობ. ამას ახლა ეს ლუდის კათხა არ გადავათხლიშო თავზე."- წერს იგი. 265 1-ს მოსწონს
|