x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
"ყველამ გვაცნობოს ორსულად ხო არაა, თორე წუხანდელი მო@@@ულების მეტი რაა ამ წილხვედრში“ - რას წერს ირინა სარიშვილი

image


ყოფილი პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის კოლეგა დეპუტატის, მა­რი­ამ ლაშ­ხის მხარდასაჭერ ფეისბუქპოსტს პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"ნინო წილოსანი აღშფოთებულა, ორსული დეპუტატი დააბულინგეს ირაკლი ღარიბაშვილის დაცვისთვისო.


ჯერ ერთი, კი არ დააბულინგეს, ისე საყვარლად პრუწავდა ტუჩებს, გაეცინათ; და მეორეც, აწი გამოსვლის წინ ყველამ გვაცნობოს ხოლმე ორსულად ხო არაა, რო მივხვდეთ და აღარ გავანერვიულებთ, თორე წუხანდელი მ@@@@ულების მეტი რაა ამ დალოცვილ წილხვედრში" - ვკითხულობთ ირინა სარიშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, მარიამ ლაშხის პარლამენტში წლიური ანგარის წარსადგენად მისულ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით გაკეთებულ შეფასებას, სადაც ის მოქმედ პრემიერს "თმე­ნის­თვის" და ქვეყ­ნის "ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სის მტკი­ცედ დაც­ვის­თვის" მად­ლო­ბას უხ­დის, სოციალურ ქსელში მომენტალურად გავრცელდა.


აღ­ნიშ­ნულ ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანიც გამოეხმაურა და საზოგადოების ამგვარი რეაქცია ორ­სუ­ლი კო­ლე­გა ქალი დე­პუ­ტა­ტის მი­მართ "შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბის და ზი­ზღის კამ­პა­ნიად" შეაფასა:


"გუშინ ვნახეთ ჩემი კოლეგა ქალი დეპუტატის (სხვათაშორის ორსულის) მიმართ შეურაცხყოფების და ზიზღის კამპანია, და რის გამო?


მიზეზი მხოლოდ ემოციის გამოხატვის ფორმა გახდა..


ამას მოყვა მთელი მისი აქტივობების გადასინჯვა, ქილიკი, საერთოდ უსაფუძვლო, ცუნამივით გადავლა კომენტარებში


სამწუხაროდ მედია და ჟურნალისტები განსაკუთრებით აქტიურობდნენ,


ადამიანები, რომლებიც პირველები უნდა გმობდნენ ქალის მიმართ ასეთ და მსგავსი მიზეზებით თავდასხმებს ????" - დაწერა უმრავლესობის დეპუტატმა.



0
565
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
565