x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
"ნიკოს ოჯახი არასოდეს იქნება შურისმაძიებელი... ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს 21-ე საუკუნეში ისევ საბჭოთა მეთოდები მუშაობს"
image

ლევან კაჭარავას ჩაცხრილვის შემდეგ მედიაში გავრცელდა ვერსია, რომ მკვლელობა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას უკავშირდებოდა და საქმე გვქონდა ვენდეტასთან, რომელიც ნიკოს მამის, კანონიერი ქურდის.გია კვარაცხელიას ნამოქმედარი უნდა იყოს.


ამ ვერსიას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ნიკო კვარაცხელიას დედა გამოეხმაურა:


"ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს ჩვენ ნაცნობობაც კი არ გვქონია ამ ოჯახთან, საშინელი ფაქტი მოხდა და წარმოუდგენელია ასე სწრაფად ვის ჰქონდა გამომცხვარი ვერსია? მე არაერთხელ გავაჟღერე ჩემს განცხადებებში რომ ნიკოს მკვლელობის სცენარი რაღაც დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, გადანაწილებული როლებით, რეჟისორს ალბათ ჯერაც არ დაუსრულებია საკუთარი პიესა და სამწუხაროა რომ ისევ დააყენა ასეთი მძაფრი სიუჟეტი, ჩვენს ოჯახს აქვს უამრავი შეკითხვა რომელსაც აგერ უკვე ცხრა თვის განმავლობაში არ გაეცა პასუხი და დღესაც ველით სიმართლის დადგენას, შვილის გლოვის საშუალებას არ გვაძლევენ, მაშინ როცა მკვლელების და მათი თანამზრახველების საქმე დღესაც არ არის ბოლომდე მიყვანილი, არ დარქმევია ყველაფერს მისი სახელი, ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავოთ, არანაირი წყარო, რომელიც ambebi ge ის მსგავს ინფორმაციას მიაწვდიდა არ არსებობს, რომ არა “სეთურის” ინსტიტუტი.



უფალმა ინებოს რომ ეს მკვლელობის საქმე არ დარჩეს გამოუძიებელი… ნიკოს ოჯახი არასოდეს იქნება შურის მაძიებელი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, ძალიან სამწუხაროა რომ დღეს 21-ე საუკუნეში ისევ საბჭოთა მეთოდები მუშაობს — დღეს არც ვიცი რა ჰქვია ამ ინსტიტუტს…"



შეგახსენებთ, გუშინ წყნეთის გზაზე, ცნობილი ბიზნესმენი „Silk Road Group“-ის თანადამფუძნებელი ლევან კაჭარავა ჩაცხრილეს. მას 20-მდე იმ დროს ესროლეს, როდესაც წყნეთში, კაკლებთან საკუთარი სახლისკენ გადაუხვია..

0
75
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0