x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არც ვიცი, რაღა დავწერო ბოლოს გული გამისკდება ვატყობ" - რა პოსტს ავრცელებს ინგა გრიგოლია

image


ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ტვ პირველის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ხელისუფლებისა და მათი მომხრეების მხრიდან ბოლო პერიოდში მომრავლებულ თავდასხმის ფაქტებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"მამუკა მდინარაძემ ხომ Nata Kajaia შეურაცხყო საშინლად, მავნებელმა და მისი შეურაცხყოფიდან სულ მალევე, ნატას დას, Nanuka Kajaia-ს და ჩვენს ოპერატორს დაესხნენ თავს ქუჩის ჩიტები???????????????????? ჩვენი სრული განადგურება უნდათ ამათ, რომ მარტო ჩიტების ჭიკჭიკი ესმოდეთ???? Pa Po და ნანუკა????❤️❤️ არც ვიცი, რაღა დავწერო( პაპუნას ადრე, აქციის დარბევისას, თვალი დაუზიანეს????) . ბოლოს გული გამისკდება ამ მოძალადე ხელისუფლების წყალობით, ვატყობ.


Nata Kajaia როცა ხელისუფლებას ბოლო ჟამის აგონია აქვს, ბოღმას ჟურნალისტებზე ანთხევს ხოლმე. მამუკა მდინარაძეს თუ აინტერესებს, რატომ წამოხვედით შენ და ნანუკა “იმედიდან“ მოვუყვეთ!????კიდევ ერთი დასტური იქნება, რა დღეში ყავთ მედია????????????????????????რეების კეთებას აიძულებენ!!!!! სამარცხვინოა კაცი, პოლიტიკოსი და ხელისუფალი რომ ქვია( ამ ქვეყნის ბედის უკუღმართობით ) და ახალგაზრდა ჟურნალისტ გოგოს რომ ამ ლექსიკით ელაპარაკება!???????????? დამიჯერე, ეგეთები იმდენი მინახავს ჩემი ჟურნალისტური ცხოვრების გზაზე, დღეს რომ კაცმა არ იცის, სად ფხოჭნის ფსკერს!


თავადაც რომ აღარ ახსოვთ, ოდესმე რამე თანამდებობა თუ ეჭირათ! წამით არ ინერვიულო! მასალა კი მივაწოდოთ ყველა ორგანიზაციას, იმის დასტურად, როგორ ამცირებს და შეურაცხყოფს ხელისუფალი ჟურნალისტს????. მიყვარხარ, ჩემო ნატალია ❤️❤️ჯვარი გეწეროს კოლექტიური მდინარაძეებისგან. ბოლო ჟამი აქვთ, დამიჯერე!" - ვკითხულობთ ტელეწამყვანის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ "ტვ პირველის" ჟურნალისტისთვის, ნატა ქაჯაიასთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ზემოხსენებული ჟურნალისტის დას, ნანუკა ქაჯაიას, რომელიც ასევე აღნიშნული ტელეკომპანიის კორესპონდენტი გახლავთ უცნობი პირები თავს დოლიძის ქუჩაზე დაესხდნენ და მასა და მის ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს:


"დაახლოებით 2-ის ნახევარზე, დოლიძის ქუჩაზე, 46 ნომერში, რესპონდენტის ჩასაწერად მივედით. უნდა ჩაგვეწერა ექიმი ლალი ჯანაშია, მოკლედ, ჩემი პროფესიული მოვალეობა უნდა შემესრულებინა. სინქრონის ჩაწერამდე რესპონდენტს მიკროფონით ხელში ველოდებოდი. იქვე ახლოს ორი მამაკაცი იყო, როგორც კი ჩემს ხელში TV პირველის მიკროფონი დაინახეს, დაგვიწყეს გინება. სცადეს, რომ წაერთმიათ მიკროფონი და შემდეგ სცადეს, ტექნიკა დაეზიანებინათ.


"გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და იწევდნენ… ექიმმა, რომელიც უნდა ჩაგვეწერა, ყველაფერი დაინახა და კლინიკიდან გამოვიდა. ინციდენტს ასევე შეესწრო ჩვენი კოლეგა, „ფორმულას“ რეპორტიორი, თიკო ერაძეც. საბედნიეროდ, ბევრი ხალხი მოგროვდა და ისინი დაგვეხმარნენ.


პოლიცია არ გამოგვიძახებია, ქალბატონი ლალიც აღელდა, ინერვიულა და ჩვენც თავისთავად, საქმეზე ვიყავით მისულები… თუმცა რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს." - განაცხადა ნანუკა ქაჯაიამ.


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

0
413
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
413