x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"ერთით ნაკლები ტილით სამყარო - რა ლამაზი დღეა!" - რა კავშირი აქვს ძმები თორაძეების მკვლელობასთან ლევან კაჭარავას?
image"ერთით ნაკლები ტილით სამყარო, რა ლამაზი დღეა!-ასე გამოეხმაურა ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობას სოციალურ ქსელში 1992 წელს მოკლული ძმები თორაძეების და თამუნა თორაძე.

image

კომენტრებში თამუნა თორაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეს ბაგებში მოკლულ ბიზნესმენს მისი ძმების მკვლელობაში ურევია ხელი.

image


1992 წელს თორაძეები „მხედრიონს“ დაუპირისპირდნენ. იმავე წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს ლაშას, კახასა და იმედოს, ასევე მათ მეგობარს, „მხედრიონმა“ ცეცხლი გაუხსნა. 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. მკვლელობას თამარ თორაძეც შეესწრო, რომელიც მაშინ არასრულწლოვანი იყო. ეს საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.


შეგახსენებთ, თბილისში, ბაგებში, Silk Road Group-ის თანადამაარსებელი, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. იგი 53 წლის იყო.რამდენადაც ცნობილია, მოკლულს 20-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი, რომელიც სავარაუდოდ, ე.წ კილერის ნამოქმედარია.


მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

0
1124
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0