x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ღიად აგინა ჩვენ მეგობრებს ევროპარლამენტში"- ვისზე წერს ბაია პატარაია?

image

ბაია პატარაია სოციალური ქსელის, კერძოდ, "ფეისბუქის" მეშვეობით ავრცელებს მოსაზრებას, სადაც წერს, რომ "ქართულ ოცნებას" თავი არ შეუწუხებია იმისათვის, რომ ევროპარლამენტს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი მოენიჭებინა.


ამ ყველაფრის ფონზე, იგი საზოგადოებას მოუწოდებს უკეთესი მომავლისთვის აქციაზე გასვლასა და გარკვეული რეფორმების გატარებას.


გთავაზობთ "პოსტს":


"მე არ მჯერა, რომ ოცნება რამეს იზამს ამ 6 თვეში, რადგან ბოლო 3 თვეში თავიც არ შეუწუხებია, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. უფრო პირიქით, ღიად აგინა ჩვენ მეგობრებს ევროპარლამენტში.



რეფორმები რომ ბიძინას არ სჭირდება, ვიცით, მაგრამ ჩვენ გვჭირდება! ამიტომ უნდა დავორგანიზდეთ და გამოსავალი ვიპოვნოთ. ამ მთავრობამ ხალხის ნდობა გაანიავა და ლეგიტიმაციაც გაფლანგა.


წინ დიდი ამბები გველის. ოლიგარქი თავისით არ დათმობს ძალაუფლებას, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ბევრი. დღეს აქციაზე წასვლის დღეა. მე კარანტინის ბოლო დღე მაქვს და ამიტომ ვერ მოვდივარ, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი საქმე უბრალოდ არ არსებობს დღეს ამ ქვეყანაში. მიუდექით, როგორც თქვენ საქმეს და თქვენ მისიას და მიდით დღეს პარლამენტთან 8 საათზე.


ჩვენ მოვიფიქრეთ და შემოგთავაზებთ პრობლემის გადაჭრის გზებს და გეგმას.


გელით ყველა პატრიოტს"- წერს ბაია პატარაია.


0
392
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0