სხვა ფაქტები დედამიწის შესახებ. 2012, 22 სექტემბერი, 19:33 1. დედამიწა მზის გარშემო ორბიტაზე მიქრის 30კმ/წმ. სიჩქარით
2. დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელსაც არ ჰქვია ღმერთის სახელი. 3. დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომლიდანაც მზის სრული დაბნელების ნახვაა შესაძლებელი. ეს განპირობებულია საინტერესო დამთხვევით - მზის დიამეტრი 400-ჯერ დიდია მთვარის დიამეტრზე, ხოლო დედამიწისგან 400-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე მთვარე დედამიწისგან. 4. ყველაზე მშრალ ადგილად ითვლება ატაკამის უდაბნო ჩილესა და პერუში. აქ უდაბნოს ზოგიერთ ადგილებში წვიმა ჯერ არ დაუფიქსირებიათ. თუმცა სინამდვილეში ყველაზე მშრალი ადგილი მაინც ანტარქტიდაა. აქ ნალექი მრავალი მილიონი წელი არ ყოფილა. 5. ყველაზე დაბალი ადგილი წითელი ზღვაა - ზღვის დონიდან 423 მეტრით ქვემოთ. იგი ყოველ წელს თითო მეტრით დაბლდება. 6. ყველაზე მაღალი მთა რომ ჯომოლუნგმაა, ცნობილი ფაქტია. სხვათა შორის, მისი სიმაღლე 8800 მეტრი მხოლოდ ზღვის დონიდანაა დათვლილი. მთლიანი მთის სიმაღლე ძირიდან წვერამდე კი 17170 მეტრია. აი, ყველაზე გრძელი მთათა ჯაჭვი კი... ოკეანის სიღრმეშია. მისი სიგრძე 65 000 კილომეტრია და დაბრეცილი ქამარივით აქვს დედამიწას შემოჭერილი 40 000 კილომეტრიან წელზე. 7. ყველაზე ხალვათად დასახელებული ტერიტორია გრელანდიაა. აქ 2166086 კვადრატულ კილომეტრზე 56534 მოსახლეა. 8. ყველაზე მჭიდროდ დასახელებული ქალაქი ფილიპინების დედაქალაქი მანოლაა. აქ 38, 55კვ.კმ -ზე 16 60714 ადამიანი ცხოვრობს. 9. ყველაზე ღრმა ადგილი წყნარი ოკეანის მარიანის ღრმულია - თითქმის 11 000 მეტრი. ყველაზე ღრმა '' ორმო'' ხმელეთზე კი ანტარქტიდაზე, ბენტლის ღრმულია - 2555 მეტრი ზღვის დონის ქვემოთ. 10. ყველაზე ცივი წერტილი სწორედ იმ ანტარქტიდაზეა, რომელიც მტკნარი წყლის მარაგის 90% - სა და მსოფლიო ყინულის რაოდენობის 70% -ს შეიცავს. 1983 წლის 21 ივლისს აქ 89 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. 11. ყველაზე ცხელი (არაპოლიტიკური) წერტილი ლიბიაშია. აქ 1922 წელს 57, 8 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა. 12. ყველაზე მცირე ზომის ძუძუმწოვარი ღორისდინგა ღამურაა. იგი სამ სანტიმეტრამდე იზრდება და 2 გრამს იწონის. 13.ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმი გიგანტური სოკოა, რომელიც 0, 89 ჰექტარს იკავებს (მოარული ხმები ამბობენ, ძალიან დაბერდა - 8500 წლისააო). 14. ყველაზე დიდი ხე გიგანტური სექვოია ''გენერალი შერმანია''. 15. ყველაზე დიდი აუზი წყნარ ოკეანეს აქვს. იგი მთელი დედამიწის წყლის ნახევარზე მეტს მოიცავს. ამ 155 მილიონ კვადრატულ კილომეტრ ფართობში თავისუფლად ჩაეტეოდა ყველა კონტინენტი. 16. ადამიანის ნანახი და გამოკვლეული აქვს ოკეანეების მხოლოდ 5%. 17. ყველაზე დიდ ზღვებში 200 მილიონი ტონა ოქროა, მათგან ნაწილი იმდენად გახსნილია წყალში, რომ ერთლიტრში მხოლოდ გრამის ერთი მეცამეტმილიარდედია. დანარჩენი ფსკერის ქვემოთაა და ამოღება, ჯერჯერობით, შეუძლებელია.ამ ოქროს მოპოვება, რომ შევძლოთ, თითოეულ ადამიანს 4, 5კგ. ოქრო შეხვდება. ყველაზე მაშტაბური 7 ბალიანი (მაქსიმუმი არის 8 ბალი) ადამიანის მიერ ნანახი ვულკანის ამოფრქვევა მოხდა 1815 წელს თამბორას მთაზე. მისი გრუხუნი თითქმის 2000 კმ.-ის დაშორებით ისმოდა და 71 000 ადამიანი შეიწირა. 18. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რაღა თქმა უნდა, ჩილეში 1960 წელს - 9, 5 ბალი. სხვათაშორის, მთვარეზეც ხდება ''მთვარისწვრები'', მაგრამ უფრო იშვიათად და ნაკლებად ძლიერი. 19. დედამიწის არსებობის 4, 5 მილიარდი წლის მანძილზე კონტინენტები იცვლებოდნენ. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ოდესღაც ისინი შეერთებული იყვნენ. ბოლო ასეთი მთლიანი კონტინენტი გახლდათ პანგეა. 200 მილიონი წლის წინ კი დაიწყო მისი დაყოფა. ვარაუდობენ, რომ მომავალში კონტინენტები კვლავ შეერთდებიან. 20. ადრე დედამიწა ლამაზი იასამნისფერი ყოფილა. მასზე მცხოვრები მიკრობები ქლოროფილის ნაცვლად ფოტოსინთეზს იასამნისფერი მოლეკულებით - რეტინალით ახდენდნენ. რეტინალი შთანთქავდა მწვანე ფერს და ირეკლავდა წითელსა და ლილისფერს, რომლის შეზავებით იასამნისფერი მიიღებოდა. რეტინალი ახლაც არის შემორჩენილი მიკრობ ჰალობაქტერიაში. 21.დედამიწასა და მზეს შორის 150 მილიონი კილომეტრია. მზის სხივს დედამიწამდე მოსაღწევად 8 წუთი და 19 წამი ჭირდება. 22.ყოველ დღე ჩვენს თავებზე ცვივა 100 ტონა კოსმოსური მტვერი. 880 18-ს მოსწონს
|