x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ცნობილია იმ ბიზნესმენის ვინაობა, რომელიც ბაგებში მოკლეს
image

ცნობილი გახდა იმ ბიზნესმენის ვინაობა, რომელიც ბაგებში, ცოტა ხნის წინ მოკლეს, იგი ლევან კაჭარავა აღმოჩნდა, რომელსაც "ტილიკას" მეტსახელით იცნობდნენ.


ლევან კაჭარავა დაიბადა და გაიზარდა თბილისში. დაამთავრა 53-ე საშუალო სკოლა 1986 წელს. 1986—1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე.


ლევან კაჭარავა შპს „ჯორჯიან ტრანზოილის“ დამფუძნებელი იყო, რომელიც შეიქმნა 1994 წელს. შპს „ჯორჯიან ტრანზოილი“ მუშაობის პერიოდში იყო რეგიონის ლიდერი ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასა და სატრანზიტო გადაზიდვების სფეროში. შპს „ჯორჯიან ტრანზოილი“ იყო ატლანტის ოლიმპიური თამაშების გენერალური სპონსორი 1996 წელს.



1995–1996 წლებში ლევან კაჭარავამ გიორგი რამიშვილთან ერთად დააფუძნა ახალი კომპანია „Silk Road Group“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო.კომპანია თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: „TOTAL“, „ELFE“, „VITOL“, „ARMOGAR“, „ADDAX-ORYX GROUP“. იმავე წლებში „Silk Road Group“ აფართოებს თავის ბიზნეს არეალს: აფუძნებს ბანკს, ინტერესების სფერო მოიცავს ასევე ბორჯომის მინერალური წყლების წარმოებას, თბილისსა და ბათუმში სასტუმროების მშენებლობას, უძრავ ქონებას, გაყინული პროდუქციის სამაცივრე საწყობებს.


2006 წლიდან კაჭარავა გამოეყო „Silk Road Group-ს“ და დააარსა კომპანიების ჯგუფი „MULTIPLEX“, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა და ლოჯისტიკა.


2013 წლის დასაწყისში, კაჭარავამ ნიდერლანდებში დააფუძნა ჰოლდინგი, „Multiplex Logistics Solutions BV“. კომპანია ახორციელებს ბაქოში ჰოვსანის პორტის ოპერირებას და ფლობს ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას, რომლის მეშვეობით ახორციელებს საზღვაო, საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვებს საქართველოდან და საქართველოს გავლით ცენტრალურ აზიაში. კომპანია ასევე ფლობას და მართავს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამაცივრე კომპლექსებს ფოთში და თბილისში, საერთო მოცულობით 15, 000 ტონა.


„MULTIPLEX“-ის სახელი დაკავშირებულია აგრეთვე ჩინურ-ყაზახური „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტთანაც, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორი გახდება და „Multiplex Petrolia Logistics Solutions“ აქტიურად არის ჩართული ამ პროექტის ტრანსკასპიური მიმართულების დერეფნის განვითარებაში.


ვაკეში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

0
210
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0