საზოგადოება "ქარიშხალს დავატრიალებ და ჰაერში ავწევ ემოციურად ყველას"-რას წერს დომენიკ მანგო? 2022, 24 ივნისი, 19:46 დომენიკ მანგო სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს განცხადებას, სადაც წერს, რომ ადამიანები ვერ ბედავენ, რათა იგი მიკროფონით ხელში დადგეს ტრიბუნასთან. მისი თქმით, იგი "ქარიშხალს დაატრიალებს", თუმცა ამბობს, რომ ყველამ იცის თუ როგორც მუშაობს დღეს სახელისუფლებო პროპაგანდა და ამიტომაც, მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.გთავაზობთ "პოსტს" მისი "ფეისბუქ" გვერდიან: "ჯერ კიდევ ვერ ბედავენ ჩემს მიკროფონთან მიშვებას, ჰგონიათ, რომ საზოგადოება არ არის მომწიფებული იმისთვის, რომ ჩემი ხმა მოისმინონ ტრიბუნიდან. ამ აზრისგან მეც არ ვარ შორს და ამიტომაც დიდად სურვილს მეც არ გამოვთქვამ. 20 ივნისსაც სპეციალურად, სცენიდან მარჯვენა მხარეს დავდექი, რომ ვინმეს არ ეთქვა ადი მიკროფონთანო. ერთის მხრივ ვიცი ზუსტად, რომ ქარიშხალს დავატრიალებ და ჰაერში ავწევ ემოციურად ყველას, მეორეს მხრივ ვუფრთხილდები იმ მეორე მხარისგან, რომელიც შემდეგ აქტიურად დაიწყებს სხვადასხვა აქციის ორგანიზატორების დემონიზებას ჩემი სახელით. ყველამ ვიცით როგორც მუშაობს სახელისუფლებო პროპაგანდა, ამიტომაც ასეთ დროს მეტი სიფრთხილეა საჭირო და მე ეს ძალიან კარგად მესმის."- წერს იგი. 204 1-ს მოსწონს
|