x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"იცით ვინ არის ეს ლამაზი, სევდიანი თვალებით მომზირალი გოგონა?" - გიორგი კალანდია
image

"იცით ვინ არის ეს ლამაზი, სევდიანი თვალებით მოცქერალი პატარა გოგონა?! ის თავადი ჯორჯაძის ასულია... XVIII საუკუნეში თავადს თავისი მხოლოდშობილი ასულის დასახატად ველისციხეში ფრანგი მხატვარი მოუწვევია, პარიზელ ოსტატს ფოთში დახვედრიან ქართველები, ულამაზესად მორთული ეტლით წამოუყვანიათ სტუმარი სამეგრელოდან კახეთში... 1762 წელს დაუხატია ჯორჯაძის ასული პარიზელ მხატვარ დე ბაის....


image

ბევრი უტირია პატარა გოგონას მის დანახვაზე, სწორედ ამიტომ აქვსო სევდიანი თვალები ნახატზე -მითხრა ნოე ჟორდანიას შვილიშვილმა ზოლტანმა... თითქმის 100 წელი ელოდა ეს ნახატი სამშობლოში დაბრუნებას, მანამდე ბევრი რამ გამოიარა: წითლების შემოჭრა, ემიგრაცია, მეორე მსოფლიო ომი, პარიზის დაბომბვა და ლტოლვილობა ბრაზილიაში, სოტბიზე გასაყიდადაც მიიტანეს, თუმცა უკანასკნელ წუთას გადაიფიქრეს... სულ ბოლოს ამ ძვირფასი ნივთის მფლობელმა მოხუცებმა ფრანგული წერილი გაუგზავნეს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს და ნახატთან ერთად ვაჩნაძეების, ჯორჯაძეების და ჟორდანიების არქივის სამშობლოში დაბრუნება სთხოვეს... არნახული სიჩქარით ამუშავდა სახელმწიფო მანქანა, 1 თვეში ორი ვიზიტი, მოლაპარაკებები, 200 კილო ტვირთის შეფუთვა, დიპლომატიური სტატუსის მინიჭება და სამშობლოში გამომგზავრება....


image


მერე?! მერე იყო გაუსაძლისი ლოდინი, უკრაინის ომის გამო გაჭიანურებული ტრანსპორტირება, ფიქრი და უნიკალური ისტორიის დაკარგვის ენითგადმოუცემელი შიში... თუმცა სახელმწიფო მანქანამ ზედმიწევნით იმუშავა, ზედმიწევნით ვიმუშავეთ ჩვენც მუზეუმელებმა... დღეს დილას ტვირთის 2 ყუთი გაიხსნა, პირველმა ამ ნახატმა შემომანათა და სევდიანი თვალებით თითქოს მითხრა რომ სამშობლოში აწ უკვე სამუდამოდ დაბრუნდა"-წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ხელოვნების სასახლის, კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია.


image

image

0
377
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0