x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა რუსულ ჭაბურღილებზე შავ ზღვაში, ფაქტი ხანძრის თაობაზე დაადასტურა "ნასამ"
image

რუსეთმა ყირიმის მიტაცების მერე პირველი რაც გააკეთა ეს იყო, რომ უკრაინას ჩაუკეტა აზოვის ზღვა, შავ ზღვაზე და აზოვის ზღვაზე უკრაინული კომპანიები ახორციელებდნენ ნედლი ნავთობის და აირის საძიებო სამუშაოებს.


ომის დაწყების დღიდან უკრაინული ჭაბურღილების უმეტესობა რუსეთმა ჩაიგდო ხელთ და იქ სარეწი სამუშაოები დაიწყო.


სიმფეროპოლში განთავსებულმა კომპანია "ჩერნომორნეფტოგაზი" ყირიმს სწორედ ამ ჭაბურღილებიდან აწვდიდა ყირიმს უწყვეტ რეჟიმში აირს.
მას შემდეგ რაც ჭაბურხილებთან რუსეთმა მძლავრი რადიოსალოკაციო სადგურები განათავსა უკრაინულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება-სარაკეტო იერიში მიეტანა ჭაბურღილებზე და მცურავ პლატმორმაზე, რათა აგრესორისათვის მოესპო უკრაინის საზღვაო აკვატორიის გაკონტროლების საშუალება რადარებით.



პირველივე რაკეტამ კრიტიკული ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას, სულ ჭაბურღილების მისამართით გაშვებულ იქნა 3 რაკეტა, სამივემ წარმატებით დააზიანა სამიზნე რასაც მძლავრი აფეთქებები და ხანძარი მოჰყვა.
ხანძრის კერა იმდენად დიდი იყო, რომ ის აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ დააფიქსირა.


imageimageimage
ყირიმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი აქსიონოვის თქმით პლატფორმებზე და ჭაბურღილებზე იმყოფებოდა 109 ადამიანი, რომელთა უმეტესობა უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებიან, მოხერხდა რამდენიმე ადამიანის გადარჩენა.
დაკარგულების ოჯახებს კომპენსაციის სახით გადაეცემა 6, 5 მილიონი რუბლი, გადარჩენილ და ევაკუირებულ 5 ადამიანს კი გადაეცემა 3 მილიონი რუბლი.



0
257
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
257