x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ნაცისტური გერმანიის შესახებ, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ
image


1933 წელს გერმანიაში ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად მთელი მსოფლიო შეირყა. ექსტრემალურმა შეხედულებებმა და ჰიტლერის 12-წლიანმა დიქტატურამ ყველა ერის მომავალი შეცვალა. მისი მმართველობის დროს გერმანია უკიდურესად შეუმწყნარებელ ქვეყნად იქცა. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტე მოგითხროთ ნაცისტურ გერმანიაში მომხდარი რამდენიმე ნაკლებად ცნობილი და ორაზროვანი ფაქტის შესახებ, რომელიც შესაძლოა აქამდე არ იცოდით.



1. მოწევის საწინააღმდეგო პირველი კამპანია ნაცისტურმა გერმანიამ ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ჯარისკაცებს მოწევა აეკრძალათ, ასევე გერმანელები იყვნენ პირველები ვინც მოწევა ფილტვის კიბოს განვითარების რისკებს დაუკავშირა.


image



2. ჰიტლერმა დიდ ბრიტანეთს მშვიდობა ბევრჯერ შესთავაზა, სანამ მეორე მსოფლიო ომს წამოიწყებდა.


image


3. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში იყო ადგილი, სადაც პატიმრების ნივთებს ინახავდნენ და ახარისხებდნენ. ამ ადგილს "კანადა" ეწოდებოდა, რადგან ეს ქვეყანა სიუხვის სიმბოლოდ ითვლებოდა.


image


4. მეორე მსოფლიო ომის დროს პრაღაში ძველი ებრაული სასაფლაო ხელუხლებელი დარჩა, რადგან ჰიტლერი იქ გადაშენებული რასის მუზეუმის შექმნას გეგმავდა.



image


5. მესამე რაიხის დროს გერმანიაში "Lebensborn"-ის პროგრამა ("სიცოცხლის წყარო") ამოქმედდა, რომლის თანახმადაც რასობრივად სუფთა ქალები "სს"-ის ოფიცრებთან ურთიერთობის დამყარებას მხოლოდ ჭეშმარიტი არიელების გამრავლების მიზნით თანხმდებოდნენ. 12 წლის განმავლობაში ამ პროგრამის ფარგლებში 20 ათასი ბავშვი დაიბადა.


image


6. მეორე მსოფლიო ომის დროს "კოკა-კოლას" გერმანიაში სეროფის შეტანა არ შეეძლო, ამიტომ უალკოჰოლო გაზირებული სასმელის ზემოაღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა გერმანიაში მხოლოდ ნაცისტური გერმანიისთვის სასმელი "ფანტა" შექმნა.


image


7. "ედელვაისის მეკობრეები" - ასე ეწოდებოდა გერმანიაში არაფორმალურ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც "ჰიტლერიუგენდელებს" (ახალგაზრდა ჰიტლერელებს) ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი ქვეყანაში ანტინაცისტურ პროპაგანდას აწარმოებდნენ, გერმანიიდან დევნილებს ეხმარებოდნენ და ჰიტლერიუგენდელებთან კამათშიც კი შედიონენ.


image


8. ნაცისტებმა ალბერტ აინშტაინის თავისთვის 5 000 დოლარიც კი დააწესეს.


image


XX საუკუნის უდიდესი მეცნიერი და ფარდობითობის თეორიის ავტორი ალბერტ აინშტაინი ნაცისტურ გერმანიაში ხალხის მტრად ითვლებოდა.




9. იმ პერიოდში ნაცისტური სამხედრო მისალმება ამერიკის დროშის სამხედრო მისალმების იდენტური იყო. 1942 წელს, როდესაც ნაცისტებმა ეს სამხედრო მისალმება გადაიღეს, შეერთებულმა შტატებმა ის მყისიერად შეცვალა.


image


10. ნაცისტები ცდილობდნენ ძაღლებისთვის ლაპარაკი და კითხვა ესწავლებინათ.



image


ჰიტლერი ძაღლებს აღმერთებდა და მათ იმდენად ჭკვიანებად თვლიდა რომ ცხოველებისთვის სპეციალური სკოლის გახსნის ბრძანებაც კი გასცა, სადაც მათთვის ლაპარაკი და კითხვა უნდა ესწავლებინათ. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ძაღლი ადამიანის ხმის იმიტირებას შესანიშნავად ახერხებდა, ერთ - ერთ მათგანს კი სიტყვა "ჩემი ფიურერის" წარმოთქმაც კი შეეძლო.




11. 1933 წლის იანვარში ხელისუფლებაში როდესაც ნაცისტური პარტია მოვიდა, მათ ცხოველთა უფლებების დაცვის შესახებ მთელი რიგი კანონები მიიღეს. ჰიტლერმა ისიც კი განაცხადა, რომ ახალ რაიხში ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას ადგილი არ ექნებოდა.

image


12. "Adidas"-ისა და "Puma"-ს დამაარსებლები ნაცისტები იყვნენ.


image


ადოლფ და რუდოლფ დასლერები ძმები იყვნენ, რომლებმაც სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოების საერთო ფირმა დააფუძნეს. 1930-იან წლებში ხელისუფლებაში ნაცისტური პარტიის მოსვლის შემდეგ ორივე მათგანი აღნიშნულ პარტიას შეუერთდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ძმებს შორის უთანხმოება მოხდა და რუდოლფ დასლერმა კომპანია დატოვა, მან საკუთარი კორპორაცია ჩამოაყალიბა რომელსაც "Puma" უწოდა. მისმა ძმამ კი თავის მხრივ, საკუთარ კომპანიას სახელი გადაარქვა და მას "adidas"-ი უწოდა, რაც მის შეკვეცილ მეტსახელს - ადი დასლერს ნიშნავდა.




13. ნაცისტებმა ნარკოტიკული კოქტეილი შექმნეს, რომელიც მის მომხმარებელს შესვენების გარეშე 88, 5 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევდა.


image


1944 წელს ნაცისტებმა სპეციალური აბი შექმნეს, რომლის მიღების შემთხვევაშიც ადამიანს ყოველდღიურად დაახლოებით 90 კილომეტრის გავლა ყოველგვარი შესვენების გარეშე შეეძლო. თითოეული ტაბლეტი 5 მგ ოქსიკოდონს, 5 მგ კოკაინსა და 3 მგ მეტამფეტამინს შეიცავდა. აბების გამოგონებიდან მალევე მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ასე რომ ამ "სასწაულმოქმედმა" საშუალებამ მასობრივ წარმოებაში ჩაშვება ვერ მოასწრო.





14. ნაცისტები მკვიდრ ამერიკელებს არიული რასის ნაწილად თვლიდნენ.


image


ამიტომ ჰიტლერს მანამდე არ სურდა შეერთებულ შტატებში შეჭრა სანამ ევროპას არ დაიპყრობდა, ამის შემდეგ კი, ის ამერიკის მკვიდრი მოსახლეობისთვის დაბრუნებას გეგმავდა.



15. ნაცისტურ გერმანიაში დაინერგა კვლევითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სუპერიარაღი იქმნებოდა: სტელსი ბომბდამშენი, ღამის ხედვის მოწყობილობები, 1500 ტონიანი სუპერტანკი, წყალქვეშა ავიამზიდი, ლაზერული ცეცხლსასროლი იარაღი და თანამგზავრი, რომელსაც შეეძლო როგორც ოკეანის წყლის ადუღება ასევე მთელი ქალაქის დაწვა.


image


სუპერიარაღების უმეტესობა პროტოტიპებად დარჩა ან ძალიან გვიან იქნა გამოგონილი, ომის მიმდინარეობაზე როგორმე გავლენა რომ მოეხდინა.




16. ნაცისტებმა გერმანიის უდიდესი ინსტიტუტი გაანადგურეს, რომელიც ადამიანის სექსუალობის საკითხებს სწავლობდა, დაწვეს ადგილობრივი ბიბლიოთეკაც და ყველა კვლევა, რადგან ეს ინფორმაცია "ანტიგერმანულად" იყო მიჩნეული. ამ ინსტიტუტში გეებისა და ტრანსსექსუალების პრობლემების შესწავლის გარდა, ასევე მოსახლეობის ამ სეგმენტის უფლებების დაცვაც ხდებოდა.


image


17. ნაცისტურ გერმანიაში პროპაგანდის მიზნით შექმნილი სპეციალური სამაგიდო თამაშებიც კი არსებობდა.


image


ესენი იყო - Juden Raus! (გავთავისუფლდეთ ებრაელებისგან!), Bomber uber England (ინგლისის დაბომბვა) და Jagd auf Kohlenklau (ნახშირის ქურდზე ნადირობა).




18. "ჰუგო ბოსმა" ნაცისტური პარტიის წევრებისთვის ტანსაცმლის ხაზი შექმნა.



image


19. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული წარმოშობის ებრაელმა, ფრედერიკ მაიერმა, რომელიც შემდგომ ამერიკელი ჯაშუში გახდა მტრის რიგებში შეაღწია და ჰიტლერის ბუნკერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. "Greenup"-ის ოპერაციის დროს ის ტყვედ აიყვანეს და აწამეს.


image


თუმცა, მან გერმანიის არმია დაარწმუნა ინსბრუკში დანებებულიყო, რითიც მოკავშირეთა არმიის ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა. მოგვიანებით ამ ოპერაციის მოვლენებზე დაყრდნობით თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ ფილმი "უსახელო ნაბიჭვრები" გადაიღო.




20. პირველი პროგრამირებადი კომპიუტერი ნაცისტურ გერმანიაში შეიქმნა.


image


თუმცა 1943 წელს კომპიუტერი განადგურდა და ის რეპლიკით შეიცვალა, რომელიც დღესდღეობით მიუნხენის მუზეუმშია გამოფენილი.



0
1375
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1375