x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ვარსკვლავები, რომელთაც ასაკი საერთოდ არ მოუხდათ
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.




image




როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.




ვიცით, რომ ასაკი არის ბიოლოგიური ციკლი და მთავარი კი განვითარების დონე და არა ის, კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული ადამიანი რა ასაკით მეტი ან ნაკლებია თქვენზე. თითქმის ყველა ადამიანი განიცდის ასაკის მატების შიშს. შეწყვიტეთ! გაიხედეთ წინ, გახდით უფრო პროდუქტიული დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების ხარჯზე და ეცადეთ, კიდევ უფრო გაიზარდოთ ინტელექტუალურად, ავარჯიშეთ გონება და კიდევ დააგროვეთ ახალი გამოცდილება.




ამბობენ, ქალი 30-40 წლის შემდეგ უფრო ლამაზდება და იფურჩქნებაო, რასაც დღევანდელი სტატიის ვარსკვლავებზე საერთოდ ვერ ვიტყვით.



ვარსკვლავები, რომელთაც ასაკი საერთოდ არ მოუხდათ




1. ანასტასია ვოლოჩკოვა. imageimage




2. მერაია ქერი. imageimage




3. ლინდა ევანჯელისტა. imageimage




4. ჯენის დიკინსონი.imageimage




5. ჯანეტ ჯექსონი.imageimage




6. ჯესიკა სიმპსონი.imageimage




7. ლინდსი ლოჰანი. imageimage




8. ლარა ფლინ ბოილი. imageimage




9. მეგ რაიანი. imageimage




10. მელანი გრიფიტი. imageimage




0
494
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0