x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საბერძნეთში ჰერაკლეს ქანდაკების თავი იპოვეს


2000 წელზე მეტი ხნის წინ, ანტიკური გემი ჩაიძირა კუნძულ ანტიკითერას მახლობლად. მისი ფრაგმენტები აღმოაჩინეს ჯერ კიდევ 1900 წელს.


ქარიშხლის გამო ჩაძირული გემი, მყვინთავებმა 1901 წელს ამოიყვანეს. მის ტვირთს შორის აღმოაჩინეს კერამიკული და მინის ჭურჭელი, ასევე იდუმალი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენებოდა მზის, მთვარის და პლანეტების მოძრაობის საჩვენებლად, მეცნიერებმა ამ მოწყობილობას მსოფლიოში პირველი ანალოგური კომპიუტერი უწოდეს. ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ამ გემით ჰერაკლეს ქანდაკება გადაქონდათ და ახლა მყვინთავებმა მისი ნაწილის პოვნა მოახერხეს.


უნდა დაასრულოს რუსეთის პარპაში უკრაინაში.


image

image
ჟენევის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა საბერძნეთში გემის ჩაძირვის ადგილზე ნახევარღმერთ ჰერაკლეს (ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღვთაებრივი გმირი. ზევსის და ალკმენეს ვაჟი, პერსევსის შვილთაშვილი.) ქანდაკების მარმარილოს თავი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის, ამ ლოკაციის საფუძვლიანი შესწავლა მიმდინარეობს, იტყობინება გაზეთი The Guardian.
გარდა ამისა, ზღვის ფსკერზე, შლამში აღმოაჩინეს ადამიანის ორი კბილი. მეცნიერებმა უნდა გაარკვიონ ვის ეკუთვნოდნენ ისინი. თავისა და კბილების გარდა, მკვლევართა ხელშია გემის ზოგიერთი ნაწილი, ლითონის ლურსმნები და ღუზის ფრაგმენტები.

კვლევა ჩატარდა 23 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით. მყვინთავებმა, შვეიცარიული კომპანიის Hublot Xplorations group -ის აღჭურვილობის გამოყენებით, გადააჩოჩეს მრავალტონიანი ნამსხვრევები ახალი ადგილების გამოსაკვლევად. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა არქეოლოგი ლორენც ბაუმერი.


0
629
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
629
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0