x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
იაპონელებმა "ჯიბის ტუალეტი" გამოიგონეს (ვიდეო)

image

ინოვაციურ გამოგონებას არ აქვს ბადალი.


იაპონელი ინოვატორების გამოგონებებს მსოფლიოში რომ ბადალი არ ჰყავს უკვე დიდი ხანია ცნობილია. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მსოფლიოში არავის მოსდის აზრად შექმნას ის, რასაც ისინი აკეთებენ.


რამდენიმე დღეა, რაც იაპონიამ წარადგინა ახალი გამოგონება- Pocketoilet -ჯიბის ტუალეტი, რომლის საჭიროებაც ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც გამოუცდია ყველა ადამიანს. ჯიბის ტუალეტი მაშველი იქნება იქ, სადაც ჩვეულებრივ ახლომახლო არ არის საპირფარეშო, მით უმეტეს, როცა მისი ზომები სულ რაღაც 7 სანტიმეტრია სიგრძეში და 6, 5 სიგანეში და სრულიად თავისუფლად ეტევა ჯიბეში.



მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელს იოსინორი კოკენავას ბრწყინვალე იდეა გაუჩნდა 2019 წელს, როდესაც მოხალისედ მუშაობდა კატასტროფის შედეგად დაზარალებულ ქალაქ ნაგანოში, სადაც ადამიანები საპირფარეშოსთან უზარმაზარ რიგში დგებოდნენ.

image

"ხალხი ბევრს შრომობდა იმისთვის, რომ დაზარლებული ტერიტორია გამოეცოცხლებინა, მაგრამ ყოველ ჯერზე ტუალეტით სარგებლობისას რიგში დგომა უწევდათ 30 წუთი ან მეტი“, - იხსენებს კოკენავა. "ამიტომ მინდოდა რამე გამეკეთებინა ამ პრობლემის მოსახსნელად."


2020 წელს კომპანიამ გამოუშვა პირველი Pocketoilet, რომელიც შედგება გამძლე ბოჭკოვანი მინიტომარისგან და შეკვრა კოაგულანტისგან. მისი დამაგრება შესაძლებელია უნიტაზზე ან სანაგვე ურნაზე კი. სუნზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, სპეციალური ნივთიერება აქრობს მას.

image

"ეს ტუალეტები შეიძლება მოთავსდეს ქალის კოსმეტიკაშიც კი, ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხალხი სიამოვნებით ატარებს მათ“, - თქვა კოკენავამ და დასძინა, რომ მისმა კომპანიამ უკვე გაყიდა დაახლოებით 50, 000 ჯიბის ტუალეტი.


0
369
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0