x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მათ ვერსად დაემალებით: პაპარაცების ყველაზე სკანდალური ფოტოები

image


პაპარაცების ლუკმა - პური - ყველაზე შეუფერებელ მომენტში გადაღებული ვარსკვლავების ფოტოებია და რაც უფრო სკანდალური და მოულოდნელი იქნება ისინი, მით უფრო მეტ ფულს გადაუხდიან მათ ამაში, ამიტომ ყვითელი პრესის წარმომადგენლები ცნობილ ადამიანებზე მთელი 24 საათის განმავლობაში ნადირობენ, შედეგად კი როგორც წესი, ვიღებთ: ღალატის ფაქტების, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და ბავშვებთან არაადეკვატური მოქცევის ამსახველ ფოტოებს. დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას პაპარაცების ყველაზე სკანდალურ კადრებზე შევაჩერებ. მაშ ასე.....




1. ანიტა ეკბერგი პაპარაცებს ემუქრება


image


რეპორტიორებმა "ტკბილი ცხოვრების" ვარსკვლავს თავი იმდენად მოაბეზრეს რომ 60-იანი წლების იტალიური კინემატოგრაფის სექს-სიმბოლო საკუთარი ტერიტორიის დაცვას სწორედ ასეთი უჩვეულო იარაღით ცდილობდა. ფოტო 1960 წელს არის გადაღებული.




2. ბრიტნი სპირსს ახალშობილი ვაჟი ცალ ხელში ძლივს უჭირავს


image


მეორე ხელით კი ახალგაზრდა დედას ალკოჰოლური სასმელი უჭირავს, მას შემდეგ კი, რაც ამ ფოტომ მსოფლიო შემოიარა, მომღერალს მშობლის უფლება ჩამოერთვა, თუმცა პოპ - ვარსკვლავი გონს მაინც ვერ მოეგო, პირიქით, სელებრითი აღვირახსნილობის უკიდეგანო ქაოსში გადაეშვა: თმა ნულზე გადაიპარსა და გამუდმებით დებოშსა დ სკანდალებს აწყობდა.




3. პრინცესა დიანას უკანასკნელი ფოტო, სანამ ის საბედისწერო ავარიაში მოყვებოდა


image


ძირითადი ვერსიის თანახმად ავარია პაპარაცების დადევნების შედეგად მოხდა




4. მარტოხელა პრინცესა დიანა ტაჯ - მაჰალის ფონზე


image


აღნიშნული ფოტო 1992 წელს არის გადაღებული. საზოგადოებამ უელსის პრინცესას მარტო გამოჩენა ერთგვარ მესიჯად მიიღო, რომელიც იმის შესახებ მოგვითხრობდა თუ რა შეიძლებოდა ეგრძნო ქალს, რომელიც ქმარს არ უყვარდა და მას სხვასთან ღალატობდა




5. კრისტენ სტიუარტი რობერტ პატინსონს რეჟისორ რუპერტ სანდერსთან ღალატობს


image


მოტყუებულმა საქმრომ "მოღალატე" პარტნიორთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა




6. იშვიათი ფოტო სადაც მადონა, სტინგი და თუფაქ შაკური ერთად არიან გადაღებული


image


ერთი შეხედვით, ამ ვარსკვლავებს საერთო არაფერი არ უნდა ჰქონოდათ, თუმცა გავრცელებული ჭორების თანახმად, პოპ - ვარსკვლავი თუფაქს ხვდებოდა





7. თუფაქ შაკურის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებული ფოტო


image


რამდენიმე წუთში რეპერი უცნობმა პირებმა მანქანაში ჩაცხრილეს




8. სტივ ჯობსის უკანასკნელი ფოტო


image


საზოგადოება შოკირებული იყო "Apple"-ის დამფუძნებლის გარეგნობის ხილვით, რომელიც სიმსივნით იტანჯებოდა. სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.




9. ჯონ ლენონი საკუთარ მკვლელს ავტოგრაფს აძლევს


image


რამდენიმე საათში მარკ ჩეპმენი ლეგენდარული ჯგუფის "Beatles"- ის წევრს სიცოცხლეს გამოასალმებს




10. ავადმყოფობისგან დაუძლურებული ფრედი მერკური


image


მომღერალი შიდსით გარდაიცვალა




11. გარდაცვლილი მოდელის ანა ნიკოლ სმიტის ფოტო


image


ფოტოგრაფმა ამ კადრისთვის 1, 5 მილიონი დოლარი მიიღო




12. ფოტომტკიცებულება იმისა, რომ ჰილარი კლინტონმა მეუღლეს მონიკა ლევინსკისთან ღალატი აპატია


image


მაშინ მთელმა მსოფლიომ გაიგო რომ პრეზიდენტის ოჯახში ისევ სრული ჰარმონია სუფევდა



13. ელიზაბეთ ტეილორსა და რიჩარდ ბარტონს შორის არსებული რომანის დამადასტურებელი ფოტო


image


პრობლემა არც არაფერი იქნებოდა, თუმცა მსახიობი მაშინ ედი ფიშერზე იყო გათხოვილი, მისი საყვარელი მეგობარი მამაკაცი კი დაქორწინებული სხვა ქალზე გახლდათ




14. ბრედსა და ანჯელინას შორის არსებული რომანის დამადასტურებელი ფოტო


image


მანამდე მათ რომანზე მხოლოდ ჭორები დადიოდა




15. მთვრალი პამელა ანდერსონი


image


ფოტოგრაფმა მსახიობის გადაღება სწორედ მაშინ მოასწრო, როდესაც მალიბუს ცნობილი მაშველი ფეხზე ძლივს მდგომი ღამის კლუბს ტოვებდა




16. მაიკლ ჯექსონი საკუთარ ქალიშვილს სასტუმროსთან შეკრებილ ფანებს აივნიდან უჩვენებს


image


როგორც ჩანს, იმისთვის რომ პოპის - მეფეს ბავშვის სახე დაემალა, მან ჩვილს თავი პირსახოცით შეუხვია, მაშინ საზოგადოებამ მომღერლის ასეთი სასტიკი და უცნაური საქციელი მკაცრად გააკრიტიკა




17. ჯესიკა სიმპსონი ნიკ ლაშესთან დაგეგმილი ქორწილის წინა დღეს ღალატში გამოიჭირეს


image


ვარსკვლავმა სასტუმრო ადამ ლევინის პერანგში დატოვა. მოტყუებულმა საქმრომ ცერემონია სასწრაფოდ გააუქმა




18. ეშტონ კატჩერი დემი მურს ღალატობს


image


სარა ლეალთან ხანმოკლე რომანი მსახიობს საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მას მთელი ორი წლის განმავლობაში როლს არ სთავაზობდნენ


0
918
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
918