x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მზის ქარიშხალი გამოიწვევს თანამგზავრების ორბიტიდან ჩამოვარდნას
image
მეცნიერები თვლიან, რომ მზის გაზრდილი აქტივობა უკვე უქმნის პრობლემებს კოსმოსურ ხომალდებს, მაგრამ წინს კიდევ უფრო უარესი იქნება.





ზოგიერთმა თანამგზავრმა, რომლებიც დედამიწის დაბალ ორბიტაზე იმყოფებიან, ფრენის ბილიკიდან გადახვევა დაიწყო და სულ უფრო მეტად იძირებიან ატმოსფეროში. მეცნიერები ასეთ მოვლენებს მიაწერენ მზის ახალი ციკლის დაწყებას, რომელიც აღმოჩნდა ძალიან აქტიური, დიდი რაოდენობით მზის აქტიურობით და კორონალური მასის ამოფრქვევით. დედამიწაზე მოხვედრილი მზის ნაწილაკები უკვე ხელს უშლიან თანამგზავრების მუშაობას. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსაც კი მუდმივად უწევს მანევრირება სტაბილურ ორბიტაზე დასარჩენად, წერს Space-ი.





გასული წლის ბოლოდან ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ დედამიწის მაგნიტურ ველს, აკვირდებიან თანამგზავრების თანდათანობით დეორბიტაციას. ამ თანამგზავრებმა დაიწყეს ატმოსფეროში ჩაძირვა 10-ჯერ უფრო სწრაფად და ბევრად უფრო ღრმად, ვიდრე ადრე.




image





„თუ ადრე ისინი ატმოსფეროს ზედა ნაწილში იძირებოდნენ წელიწადში 3 კმ-ით, 2022 წლის ბოლო თვეებში ისინი უკვე 20 კილომეტრით იძირებიან.“ - ამბობს ანია სტრომი ევროპის კოსმოსური სააგენტოდან.




თანამგზავრები ხშირად ხვდებიან ატმოსფეროს ნარჩენებს, რაც ანელებს მათ სიჩქარეს. მეცნიერებს შეუძლიათ, შეასწორონ თანამგზავრების ტრაექტორია და დააბრუნონ ორბიტაზე, თუ თანამგზავრებს აქვთ ძრავები. თუ თანამგზავრები აღარ არის საჭირო, მაშინ, ისინი ვარდებიან და იწვებიან დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში.




ატმოსფეროში ნარჩენების წინააღმდეგობის ძალა დამოკიდებულია მზის აქტივობაზე, რომელიც იცვლება 11-წლიანი მზის ციკლის განმავლობაში, ამბობენ მეცნიერები. რაც უფრო დიდია მზის აქტივობა, რაც უფრო მეტი მზის ნაწილაკების ნაკადი მოაღწევს დედამიწამდე, მით უფრო მაღალია წინააღმდეგობა. ეს დამოკიდებულია მზის ამოფრქვევების და კორონალური მასის განდევნის რაოდენობაზე, მათ თანმხლებ პლაზმურ ნაკადებზე.



image




მზის ბოლო ციკლი, რომელიც დასრულდა 2019 წლის დეკემბერში, იყო ძალიან სუსტი აქტივობით და ხანგრძლივი სიმშვიდით. ახალი ციკლი, განსაკუთრებით ამ წლის ბოლო თვეებში მზეზე ამოფრქვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენები უკვე გრძნობენ მზის ქარის ტალღების გავლენას.




„დედამიწაზე მაღლა, ატმოსფეროს ზედა ფენებში, ხდება მოვლენები, რომლებიც ჩვენ ბოლომდე არ გვესმის. დანამდვილებით ცნობილია, რომ მზის ნაწილაკების შეხვედრა ატმოსფეროსთან იწვევს მის ამაღლებას. უფრო მკვრივი ჰაერი მაღლა ადის, რაც ნიშნავს, რომ მეტი წინააღმდეგობა იქმნება თანამგზავრების ფრენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმკვრივე არც თუ ისე მაღალია დედამიწაზე 400 კმ-ის დონეზე, ჰაერის ამ ამაღლებულ ნაკადს მაინც შეუძლია თანამგზავრების ჩამოგდება.“ - ამბობს სტრომი.




ევროპულ კოსმოსურ სააგენტოს მეცნიერებს მოუწიათ ორი თანამგზავრის ორბიტის გასწორება, რომლებიც 430 კმ სიმაღლეზე იყვნენ, ისინი 30 კმ-ით მაღლა აწიეს. სხვათა შორის, ორბიტალური სადგურიც უკვე განიცდის მზის აქტივობის გაზრდით გამოწვეული კოსმოსური ამინდის ცვლილებებს. ევროპულ კოსმოსურ სააგენტოს ხშირად უწევს ტრაექტორიის კორექტირება, რათა, შეინარჩუნოს სტაბილური ორბიტა 400 კმ სიმაღლეზე.



ასევე ცნობილია, რომ კომპანია SpaceX-ის Starlink-ის 40 ახალი თანამგზავრი მიმდინარე წლის თებერვალში ორბიტადან გავიდა და მზის ქარიშხლის გამო დაიწვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამგზავრებს აქვთ სამუშაო ორბიტა 550 კმ სიმაღლეზე, გაშვების შემდეგ ისინი 350 კმ სიმაღლეზე არიან და SpaceX-ის სპეციალისტებს უწევთ მათი აწევა საბორტო ძრავების გამოყენებით. მაგრამ მეცნიერები თვლიან, რომ ასეთი თანამგზავრებიც კი, რომლებიც ძალიან მაღლაა, მაინც დაუცველად რჩება მზის არაპროგნოზირებადი ქცევის გამო.




image




"მჯერა, რომ ყველა კოსმოსურ ხომალდს 400 კმ სიმაღლეზე უახლოეს მომავალში ექნება პრობლემები. მათ შორის, საერთაშორის კოსმოსურ სადგურის ჩათვლით. სადგურებს მოუწევთ მუდმივად მანევრირება, რათა, დარჩეს ორბიტაზე. რა თქმა უნდა, პრობლემები შეეხო ასობით თანამგზავრს დედამიწის დაბალ ორბიტაზე. რომელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო წლებში.“- ამბობს სტრომი.




მეცნიერთა აზრით, ბევრ თანამგზავრს არ აქვს საბორტო ძრავები და შესაბამისად, ისინი დიდხანს ვერ შეძლებენ „იცხოვრონ“ დედამიწის ზემოთ დაბალ ორბიტაზე და ჩამოვარდებიან ატმოსფეროში.




"მზის ასეთ აქტივობას არავინ ელოდა, პროგნოზებმა ეს არ აჩვენა. მაგრამ ჩვენ ამ ბოლო დროს ვხედავთ მზის ლაქების, მზის ამოფრქვევების და კორონალური მასის ამოფრქვევის უზარმაზარ რაოდენობას. მზის ეს აქტივობა მხოლოდ გაიზრდება, რადგან 2-3 წლების განმავლობაში მზის მაქსიმუმი მოვა, მაშინ არის ჩვენი ვარსკვლავის აქტივობის უმაღლესი წერტილი.“- ამბობს ჰიუ ლუისი დიდი ბრიტანეთის საუთჰემპტონის უნივერსიტეტიდან.




image



სტრომი ამბობს, რომ ახლა მათ უწევთ თანამგზავრების მაღლა აწევა, წლის ბოლომდე ბევრი თანამგზავრი შეიძლება გაქრეს, თუ მათი ორბიტა არ იქნება კორექტირებული.




ზოგიერთი მეცნიერი დღევანდელ მდგომარეობას პოზიტიურ მომენტად ხედავს. მათ მიაჩნიათ, რომ ამ გზით ორბიტაზე ნაკლები კოსმოსური ნაგავი იქნება არამოქმედი თანამგზავრების სახით. ამავე დროს, არის პრობლემა, რომ თანამგზავრების დაცემამ შეიძლება დააზიანოს ჯერ კიდევ მოქმედი ხომალდებიი ქვედა ორბიტებზე, ამბობს ლუისი.

1
146
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
146
  
2022, 23 ივნისი, 23:43
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤

№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
0 1 1