x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინის ერთერთ ტანკსარემონტო ქარხანაში ორი რუსული ნაალაფარი ტანკის "Т-90А"-ის რემონტი დაიწყო, მალე ორივე ტანკი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემა
image

ომში ბუნებრივია ტექნიკაც ნადგურდება, სამწუხაროდ უკრაინელებმაც საკმაოდ დიდი რაოდენობით დაკარგეს ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები თუ ჯავშანტრანსპორტიორები, თუმცა ალაფის სახით უამრავი რუსული ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, მედესანტეთა საბრძოლო მანქანები თუ ჯავშანტრანსპორიორები ჩაიგდეს ხელში, ზოგი დაზიანებულ მდგომარეობაში და ბევრიც დაუზიანებლად.


ლოჯისტიკის მოშლის გამო რუსეთი უკრაინის სიღრმეში ვერ ახერხებდა საწვავ-საპოხი მასალის და საბრძოლო მარაგის მიწოდებას აღნიშნული ტექნიკის ეკიპაჟებისთვის, შესაბამისად ეკიპაჟი ტოვებდა ტექნიკას და გარბოდა, ზოგიც ტყვედ ბარდებოდა.


მოხდა რამდენიმე ფაქტიც როცა რუსმა სამხედროებმა თავად ჩააბარეს ტექნიკა უკრაინელებს და თავადაც ჩაბარდნენ.



მართალია საბრძოლო ვითარებაში ჩაიგდეს უკრაინელებმა რუსული ტანკები "Т-90А"-ს ორი ერთეული, მაგრამ არც თუ დიდი დაზიანებებით, ტანკებს ამჟამად უკრაინელი ტანკმშენებლები არემონტებენ ორივე ტანკს რათა უკრაინელ ტანკისტებს გადასცენ ნაალაფარი ტექნიკა სრულ საბრძოლო მდგომარეობაში.
ტანკი "
Т-90А" — ეს ერთერთი ყველაზე თანამედროვე ტანკია რომელიც რუსეთმა გაგზავნა უკრაინაში აგრესიის დაწყების მერე.


"Т-90А" —ესაა საბაზისო ტანკ "Т-90"-ის მოდერნიზებული ვერსია, რომელიც თავის მხრივ ტანკ "Т-72"-ის ღრმად მოდერნიზებული ვერსიაა, ჯავშანთან ერთად გაძლიერებულია ძრავაც და ტრადიციული ძრავისგან განსხვავებით ჩადგეს 1000 ცხენისძალიანი "В-92С2".


ტანკმა მიიღო სითბოვიზური სამიზნეები "Эсса", რომელსაც ბელორუსული კომპანია "Пеленга" ფრანგული მატრიცით "Thales "Catherine FC".
სულ რუსეთის არმიის შეიარაღებაში 200 ერთეული ტანკია "Т-90А", აქედან უკრაინაში უკვე განადგურდა სრულად 24 ტანკი, რამდენიმეს გატანა დაზიანებულ მდგომარეობაში რუსებმა მოახერხეს, ხოლო 2 ერთეული ხელში ჩაუვარდა უკრაინელებს.


განადგურებული რუსული ტანკები "Т-90А".


imageimage
ამერიკული, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექს "ჯაველინით" განადგურებული ტანკები "Т90А".
image image
სამხედრო ალაფის სახით უკრაინელების ხელში მოხვდა სტატიაში მოხვედრილი ტანკებიდან ერთერთი.
image




0
176
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
176