x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ბრედ პიტი კარიერას ასრულებს?- მსახიობის თქმით, მან საკუთარი თავი უკვე ამოწურა

ჟურნალ GQ-თან ინტერვიუში ბრედ პიტმა აღიარა, რომ ახლა მისთვის რთულია ფილმებში თამაში. "მჯერა, რომ ბოლო ამოსუნთქვაზე ვარ", - თქვა 58 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავმა. მსახიობის თქმით, მან საკუთარი თავი ფილმებში უკვე ამოწურა.image


კარიერის დასრულებამდე მსახიობი აუცილებლად რამდენიმე ფილმში ითამაშებს. მაგალითად, ბოევიკი Faster than a Bullet აგვისტოში გამოვა და Deadline-მა ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, რომ Apple-მა იყიდა უფლებები ფორმულა 1-ის ფილმზე, რომელშიც ბრედ პიტიც მთავარ როლს შეასრულებს.image


შესაძლოა მსახიობი პროდიუსერობით დაკავდეს. ის ფლობს საპროდიუსერო კომპანია Plan B-ს, რომელსაც აქვს სამი ოსკაროსანი ფილმი ბოლო 20 წლის განმავლობაში. ბოლო წლებში პიტი პირველად არ საუბრობს სამსახიობო კარიერის დასრულებაზე, მაგრამ აგრძელებს ფილმებში მონაწილეობას, ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაახარებს თაყვანისმცემლებს ახალი ფილმებით.

0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0