x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
საბჭოთა ელექტრო სატვირთოები, რომლებიც ტროლეიბუსის ხაზზე მუშაობდნენ
image


სსრკ-ში ტროლეიბუსის ქსელების სწრაფი მშენებლობის შემდეგ, საინტერესო იდეა დაიბადა: მათი გამოყენება სპეციალური ელექტრო სატვირთო მანქანების (და არა მხოლოდ) — ტროლეისატვირთოების შექმნის იდეა. ამ სტატიაში სწორედ ამ უჩვეულო მანქანებს გაეცნობით.




ЯГ-4 Динамо

პირველი საბჭოთა სატვირთო ტროლეი "დინამო" შეიქმნა 1936 წელს მოსკოვში, კიროვის ქარხნის მიერ, იაგ-4-ის ბაზაზე. 60 კვტ ელექტროძრავა ნასესხები იყო იატბ-1 ტროლეიბუსიდან და მძღოლის კაბინის ქვეშ იყო განთავსებული. "დინამო"-ს უნდა ემუშავა მხოლოდ ღამით, როდესაც საკონტაქტო ქსელები თავისუფალი იყო. 10, 5 ტონა წონის სატვირთო მანქანა საკმაოდ თავდაჯერებულად მოძრაობდა ქსელზე და მის მიღმა, ბატარეის წყალობით, მას შეეძლო დაახლოებით 2 კილომეტრის გავლა. ბატარეა მნიშვნელოვნად ამძიმებდა მანქანას, ამიტომ წინა ხიდის გაძლიერება მოუწიათ, ხოლოა სიჩქარე შემოიფარგლებოდა 30 კმ/ სთ-ით.

image

ЯАЗ-210Е ХТТУ


ინჟინრები კვლავ დაუბრუნდნენ ტროლეიბუსების თემას 1952 წელს, როდესაც 5 მანქანა დამზადდა იაზ-205-ის ბაზაზე და ერთიც 210e-ის საფუძველზე. სტანდარტული დიზელის ძრავის ნაცვლად, 86 კვტ DC-202b ელექტროძრავა გამოიყენეს. ტროლების ამოცნობა ახალი კაბინით იყო შესაძლებელი, ის ნასესხები იყო MTB-82 ტროლეიბუსიდან, ამ მანქანების დამზადების ინიციატორი იყო ხარკოვის ტრამვაის და ტროლეიბუსის სამმართველო.


image


ГТУ-10

ტროლეიბუსი სატვირთო დამზადდა 1961 წელს, უკრაინის ქვანახშირის მრეწველობის კვლევისა და დიზაინის ინსტიტუტის საკუთარი ინიციატივით. მანქანა სახელწოდებითГТУ-10 -10 დაფუძნებული იყო KrAZ-219-ზე. უფრო მეტიც, ორი ელექტროძრავის გარდა, რომელთა სიმძლავრე თითოეული 86 კვტ, იყო მან შეინარჩუნა სტანდარტული დიზელიც!

image

სატვირთო მანქანა მუშაობდა მარშრუტზე სიმფეროპოლი - იალტა, სადაც იყო საკონტაქტო ქსელი. ხოლო დატვირთვა/გადმოტვირთვის ადგილზე ხდებოდა დიზელის ძრავის დახმარებით.

image

БелАЗ-7524-792

ეს იყო სსრკ-ში წარმოებული უდიდესი ტროლეი თვითმცლელი BelAZ-7524-792. საერთო ჯამში, 1964 წლიდან 1968 წლამდე სამი ერთეული იქნა წარმოებული.ГТУ-10-ის მსგავსად, თვითმცლელს ჰქონდა ჰიბრიდული დიზელ/ელექტრო ძრავა. დიზელის სიმძლავრე 520 ცხ. ძ. იყო, ხოლო DC-708A ელექტროძრავების სიმძლავრე 200 კვტ.

image

გათვლილი იყო იმაზე, რომ თვითმცლელი დატვირთვის დროს იმუშავებდა დიზელზე, ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად დაზოგავდა რესურსებს, შეამცირებდა ექსპულატაციის ღირებულებას და შეამცირებდა კარიერის დაბინძურებას. კუზბასში ჩატარებული ტესტების შემდეგ, ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი მანქანების ექსპლუატაცია კარიერებზე არ იძლეოდა მნიშვნელოვან სარგებელს, რადგან კარიერების აღმართზე ქსელით ავტომობილის მოძრაობა არ გამოდიოდა. თუ გავითვალისწინებთ ბელაზ-7524-792 წარმოების ღირებულებასაც.

image


МАЗ-525 ХТТУ 1954 წ.


რა უშლიდა ხელს მათ კარიერებში გამოყენებას, თუ ისინი ასეთი პროდუქტიულები და ეკონომიურები იყვნენ? პრობლემა მდგომარეობს ქსელის მშენებლობაში, მისი შექმნის ხარჯები მოიცავდა ასეთი ტრანსპორტის გამოყენების ყველა დადებით ასპექტს. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ელექტრო ქსელის ტრასა უნდა ყოფილიყო ხანგრძლივი აღმართის გარეშე, რაც შეუძლებელი იყო კარიერის პირობებში.

image


ესეც ქუთაისური "კოლხიდა" ელექტროქსელზე მომუშავე

image

1
319
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
319
  
2022, 23 ივნისი, 5:15
აფსუს რა მაგარი ქვეყანა იყო.
0 1 1