x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
რუსეთში McDonald's-ის რებრედინგმა გაყიდვებში აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა
imageმაკდონალდსის რუსულმა რებრენდმა მოსკოვში გახსნის დღეს 120 000-ზე მეტი ბურგერი გაყიდა და ყველა აქამდე არსებული რეკორდი მოხსნა მანამ, სანამ ამერიკული ქსელი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ქვეყანას დატოვებდა, იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily mail-


Big Macs და McFlurrys არ შეიძლება იყოს მემკვიდრე რესტორნების მენიუში, მაგრამ ახალ ფირმას გახსნის დღიდან მოყოლებული და არნახული წარმატების შემდეგ აქვს ამბიციური მიზნები.ამის შესახებ განაცხადა მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა.

image

McDonald's კორპორაციამ მთლიანად დატოვა რუსეთი და მაისში მიჰყიდა მის კუთვნილ ყველა რესტორანი ადგილობრივ ლიცენზიატს. ახალი სახელწოდებით "Вкусно и точка" ან "Вкусно и все", 50 რესტორანი მოსკოვში და მის გარშემო 12 და 13 ივნისს გაიხსნა.


image

აღმასრულებელი დირექტორი ოლეგ პაროევი ცდილობს ახალი ლოკაციების დამატებას, მაგრამ აღიარა, რომ გარკვეული პრობლემებია ინგრედიენტების და მომწოდებლების ჩანაცვლების და სხვა ფრენჩაიზებთან მუშაობის მხრივ, რომლებიც კვლავ იყენებენ მაკდონალდსის ბრენდინგს.

image

მაკდონალდსის გასვლა გვიჩვენებს, თუ რამდენად რთულია დასავლური სამომხმარებლო ბიზნესისთვის, გაწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა უკრაინაში მოსკოვის ქმედებების გამო, ხოლო ადგილობრივ ოპერატორებისათვის ჩანააცვლონ პოპულარული ბრენდი.


image

ათასობით ადამიანი, ვინც მოსკოვში, პუშკინსკაიას მოედანზე, ახალი რესტორან ფლაგმანში "Вкусно и точка"-ს გახსნაზე მივიდა, დახვდათ ახალი ლოგო, ახალი ფერთა გამა და ახალი შეფუთვა, რადგან ახალმა კომპანიამ დაკარგა უფლებები ამერიკული ჯგუფის სავაჭრო ნიშნებზე და ინტელექტუალურ საკუთრებაზე.

image

image

1
399
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
399
  
2022, 25 ივნისი, 18:08
რა რეკორდი და რა რუსეთი,ეს ქვეყანა თებერვალში არ განადგურდა? ხომ არ მეშლება,ეს ის ქვეყანა არ არის,რომელმაც მეზობელ ქვეყანას ბომბები დაუშინა და მსოფლიომ კი რუკიდან გააქრო?
0 1 1