x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინელებმა ალაფის სახით ხელში ჩაიგდეს რუსული ქსმ2 უახლესი დამცავი საშუალებით
image უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 10-ე სამთო მოიერიშე ბრიგადამ ხელში ალაფის სახით ჩაიგდო რუსული ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ2), ამაში არაფერი იქნებოდა განსაკუთღებული რომ არა საბრძოლო მანქანაზე დამონტაჟებული უახლესი რუსული დამატებითი დამცავი სისტემა "675".
სწორედ ეს დამატებითი დამცავი კომპლექტი გახდა უკრაინელი სპეციალისტების ინტერესის საგანი.


როგორც იცით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შარშან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს საველე პირობებში ტესტირების შემდეგ დაუკვეთა აღნიშნული დამატებითი დაცვის კომპლექსი 100 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანისათვის.


"675-"-დამატებითი დაცვის ეს კომპლექსი წარმოადგენს პოლიმერული მასალისაგან დამზადებულ სპეციალური პანელების და ცხაურების კომპლექტს, რომელმაც იდეაში უნდა დაიცვას ქვეითთა საბრძოლო მანქანა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების ტყვიისაგან და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის კუმულატიური ჭავლისაგან. გარდა ამისა წყლის დაბრკოლების გადალახვისას დამატებითი დამცავი კომპლექტი არ უკარგავს საბრძოლო მანქანას "ამფიბიის" თვისებებს, საბრძოლო მანქანის ცურვის პარამეტრები არ იცვლება პრაქტიკულად.


ქსმ2-ის სუსტი ჯავშანი მას ვერ იცავს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების ტყვიებისაგან, რაც მის წინააღმდეგ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების ყუმბარის და მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო, ძვირადღირებული კომპლექსის გამოყენების აუცილებლობას ხსნის.



სწორედ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების ტყვიებისაგან დაცვის მიზნით იქნა დაპროექტებული, გამოცდილი და დამონტაჟებული ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე დამატებითი დამცავი კომპლექტი "675"-პოლიმერული მასალისაგან.
პოლიმერულ მასალებს გააჩნია არა მარტო ტყვიის საწინააღმდეგო ეფექტი დაცვის კუთხით, არამედ მას ასევე გააჩნია ანტიკუმულატიური ეფექტი, თამაშობს რა "NERA"-ელემენტის როლს. ცხაურებთან ერთად მას შეუძლია გარკვეულწილად შეამციროს კუმულატიური ჭავლის მოქმედება.


ამჟამად უკრაინელი სპეციალისტები სწავლობენ უახლეს რუსულ დამატებითი დაცვის კომპლექტს, რომლის შედეგადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიეცემათ რეკომენდაცია თუ რა სახით შეიძლება აღნიშნული კომპლექტის ბარიერის გადალახვა.


imageimageimage


0
235
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
235