x
მეტი
  • 06.12.2022
  • სტატია:124133
  • ვიდეო:355529
  • სურათი:496806
9 ყველაზე უცნაური რამ, რისი ყიდვაც მხოლოდ ჩინეთშია შესაძლებელი

image


ის, რომ ჩინური კულტურა საოცრად განსხვავდება დასავლეთისა და ევროპის ქვეყნების კულტურისგან ეს აშკარაა, თუმცა ციური იმპერია ჩვენს გაოცებას დღითიდღე, სულ უფრო "წარმატებით" განაგრძობს. ამჯერად, გადავწყვიტე მოგითხროთ 9 ყველაზე უცნაური შენაძენის შესახებ, რომელთა ყიდვაც ამ საოცარ ქვეყანაშია შესაძლებელი.





1. თეთრკანიანი ადამიანები


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ფაქტობრივად, თქვენ მათი ქირაობა შეგიძლიათ. რისთვის? ზოგიერთი ჩინელი ბიზნესმენი თეთრკანიან ადამიანებს საგანგებოდ ქირაობს, რათა ისინი მნიშვნელოვან შეხვედრებს თანამშრომლების რანგში მათთან ერთად დაესწრნონ. ხანდახან მათ უბრალოდ იმისთვის ქირაობენ, რომ აქციონერებმა კომპანიაში უცხოელები დაინახონ, ზოგი კი უფრო შორს მიდის და თეთრკანიან გოგონასთან გარიგებასაც კი დებს და მას საკუთარ შეყვარებულად "ასაღებს". ჩინელი ბიზნესმენები მზად არიან საკმაოდ სოლიდური თანხა მხოლოდ იმისთვის გადაიხადონ, რომ თეთრკანიანმა უცხოელმა საკუთარი თავი მათ ბიზნესპარტნიორად ან კომპანიის თანამშრომლად წარმოაჩინოს.





2. ჰაერი ქილებში


image


დიახ, დიახ, ყველაფერი სწორად გაიგეთ. ჩინეთში სუფთა ჰაერს ყიდიან! ქილებში! ხუთ იუანად! ხოლო თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რამდენად დაბინძურებულია პეკინში ჰაერი, ეს იდეა არც იმდენად აბსურდულად ჟღერს.






3. ღორის სახის კანი


image


ოდესმე გინახავთ "ტეხასური ჟლეტა ხერხით 3"? იმედი მაქვს რომ კი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილად შოკში ჩავარდებით როცა გაიგებთ რომ ჩინეთში სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ ღორის მთელი სახის კანის შეძენა. აქ ყველაფერი პროზაულია. ჩინელები მას საკვებად იყენებენ.






4. პირველადი დახმარების ხელნაკეთი ნაკრები აბორტისთვის



image


ჩინელებს აქვთ ინტერნეტ - მაღაზია "Taobao" ("Aliexpress"- ის მსგავსი), სადაც შეგიძლიათ აბორტის ასეთი ნაკრების სრულიად თავისუფლად შეძენა.





5. ავტომატები ცოცხალი კიბორჩხალებით



image


დიახ - დიახ! ცოცხალი კიბორჩხალებით, და არა შოკოლადებითა და ჩიფსებით! ცოცხალ კიბორჩხალასთან ერთად თქვენ გაძლევენ ძმარსა და ორ შეკვრა ჯანჯაფილის ჩაის. საშუალოდ, ერთი ასეთი ავტომატი დღეში დაახლოებით 200 კიბორჩხალას ყიდის!






6. პლასტმასის ბოიფრენდი


image


და სულ არ არის საჭირო პირველი ნაბიჯის გადადგმა, პლასტმასის ბოიფრენდი დაგამშვიდებთ და ჰმ... მოგეფერებათ კიდეც :) მეტიც, შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც "ახალგაზრდა" ასევე "ასაკოვანი" თოჯინაც.





7. გასაღების საკიდი ცოცხალი ცხოველებით


image


გასაღების ასეთ საკიდებზე კუები, ხვლიკები და სხვა პატარა ცხოველები რამდენიმე დღის განმავლობაში ცოცხლობენ, შემდეგ კი იღუპებიან, მართლაც რა ამაზრზენია!






8. ნივთები ბარაკ ობამასა და კიმ ჩენ ინის გამოსახულებით


image


გაურკვეველი მიზეზების გამო, ამ ორი ლიდერის გამოსახულებიანი პროდუქტები ჩინეთში წარმოუდგენლად პოპულარულია. ციურ იმპერიაში ორი მსოფლიო ლიდერის მონაწილეობით რეკლამაც კი არსებობს წარწერით: "დალევის შემდეგ, მსოფლიო დონის ადამიანებიც კი უფრო ახლობლები ხდებიან".





9. შავი ქათმები


imageimage


ქათმის ამ ჯიშს სილკი ჰქვია - მათ აქვთ თეთრი ბუმბული და შავი კანი. ჩინელები ამ ფრინველის ხორცს არა მხოლოდ საკვებად, არამედ მისგან წამლების დასამზადებლადაც კი იყენებენ.




0
689
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
689