x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ამერიკელი მილიარდერი ამბობს, რომ დასავლეთმა ანტირუსული სანქციებით თავისი ქვეყანა დააზარალა

image
ანტირუსულმა სანქციებმა დაარტყა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის ქვეყნებს, რამაც გააუარესა ვაშინგტონის პოზიცია საერთაშორისო პოლიტიკაში. ასეთი განცხადება გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში ამერიკელმა მულტიმილიარდერმა რეი დალიომ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ეს დიდწილად განპირობებულია სხვა ქვეყნების რეაქციით, რომლებიც ფრთხილობენ აშშ-ს ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას.


„დასავლეთი განიცდის ამ სანქციებს. სხვა სახელმწიფოები აშშ-ს სამთავრობო ობლიგაციებისგან თავისუფლდებიან, რადგან ეშინიათ, რომ მათ ისევე მოექცევიან, როგორც რუსეთს. ეს ცვლის ძალთა ბალანსს მთელს მსოფლიოში.“– ამბობს ამერიკელი მილიარდერი.



რეი დალიომ აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეზღუდვა არაეფექტურია, რადგან, მათ ვერ მიაღწიეს დასახულ მიზნებს. იმავდროულად, მისი თქმით, არ არსებობს გზა, რომ შეერთებულმა შტატებმა სხვაგვარად იმოქმედოს, რადგან, ეკონომიკური სანქციები ერთადერთი ხელმისაწვდომი იარაღია, რომელიც ვაშინგტონს მოსკოვის წინააღმდეგ შეუძლია გამოიყენოს.

0
186
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0