x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვააა!!! ასე ადვილია ყველაფერი"? - დაპირისპირება დუტა სხირტლაძესა და ვასიკო ოდიშვლს შორის

image


ცნობილი შოუმენი ვასიკო ოდიშვილი პოპულარულ ტელეწამყვანს დუტა სხირტლაძეს, 20 ივნისის აქციის მხარდასაჭერი სტატუსის გამო საჯაროდ დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ მსახიობმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოთხოვნით ორგანიზებულ აქციაზე ყველას ერთად დგომისკენ მოუწოდა:


"20 ივნისი 20:00სთ. ჩვენი შვილების მომავლისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ" - დაწერა დუტა სხირტლაძემ სოციალურ ქსელში, რომლის სტატუსსაც მალევე პოპულარული ტელესახე, ვასიკო ოდიშვილი გამოეხმაურა:


image


ცნობილი ტელეწამყვანის აღნიშნულ სტატუსს მისივე ფეისბუქფრენდების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ნაწილი მათგანი დუტას არჩევანს უწონებდა, ზოგიც კი, პირიქით მსახიობის მისამართით შეურაცხმყოფელ კომენტარებს არ იშურებდა.


შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ გამართულ აქციას - "შინ, ევროპისკენ" საქართველოს ათიათასობით მოქალაქე ესწრებოდა. მასშტაბური პროევროპული აქციის მონაწილეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს და ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინის ფონზე "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარუმატებლობა გააპროტესტეს.



0
561
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
561