x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121618
  • ვიდეო:354855
  • სურათი:493742
ყველაფერი, Glovo X Travelfy კოლაბორაციის შესახებ: სპეციალური შეთავაზებები, ავიაბილეთები, სამოგზაურო დაზღვევა და საოცნებო მიმართულებები
image


გასულ თვეში, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში პირველად, სამოგზაურო სერვისების მიღება, აპლიკაციითაა შესაძლებელი. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მულტიკატეგორული მიწოდების პლატფორმა, Glovo და საქართველოს წამყვანი ტურისტული სააგენტო, Travelfy მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობენ.


როგორ?


მარტივად: ამისათვის საჭიროა მხოლოდ Glovo-ს აპლიკაციის გახსნა და Travelfy ბაბლში შესვლა - https://glovoapp.com/ge/ka/tbilisi/travelfy-tbi/ . სწორედ აქ იწყება თქვენი დიდი საზაფხულო შვებულება თუ ორდღიანი მოგზაურობა.


image


ავიაბილეთები, სამოგზაურო დაზღვევა, კრუიზები და ტურები მთელი მსოფლიოს, თურქეთისა თუ საქართველოს მიმართულებით, სწორედ აქ ერთიანდება. აქვეა „დღის შეთავაზებების“ განყოფილება, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ საუკეთესო ფასით, რომელიც Glovo-ს აპლიკაციითაა ხელმისაწვდომი.


უფრო დეტალურად:


სამოგზაურო დაზღვევის განყოფილებაში, შესაძლებელია როგორც სტანდარტული დაზღვევის, ასევე კოვიდ დაზღვევის მხოლოდ ერთი კლიკით შეძენა. დაგვეთანხმებით, რომ ეს ძალიან კომფორტულია, განსაკუთრებით კი, დიდი, ამაღელვებელი მოგზაურობის წინ. ხოლო ავიაბილეთების განყოფილებაში, მომხმარებელი თავად ირჩევს მიმართულებას და თარიღს. ამის შემდეგ, საჭიროა მხოლოდ მოთხოვნის შეკვეთაში დამატება.


ცხადია, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუკი უკვე იცით სად და როდის მიდიხართ. ხოლო თუ ძიების პროცესში ხართ, მაშინ ყველაზე საინტერესო ნაწილი ახლა იწყება: რომელს ანიჭებთ უპირატესობას - ანტალიას, კრუიზებს, მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებებსა თუ საქართველოს? დიახ, ბაბლში ოთხივე სახის შემოთავაზების ნახვა და განხილვაა შესაძლებელი.



ანტალია, ჰალკიდიკი, სანტორინი, მილანი, ვენა, პრაღა, ალაჩათი, სტამბოლი თუ ხმელთაშუა ზღვის კრუიზი? ან იქნებ ბათუმის, ზუგდიდის, ბაკურიანის, ყაზბეგის, თელავის, ციხისძირისა და სურამის სასტუმროების დაჯავშნა გსურთ? ცხადია, არჩევანი თქვენზეა!



შემდეგ?



როგორც კი სასურველ სერვისს, პროდუქტსა თუ ტურს შეკვეთაში დაამატებთ, ავტომატურად ხდება გადახდა - ზუსტად ისევე, როგორც Glovo-ს აპლიკაციით ფავორიტი ვახშმის გამოძახების შემთხვევაში.


image


მაგრამ, თუკი თქვენი შერჩეული პროდუქტი „დღის შეთავაზების“ კატეგორიიდანაა - ანუ, Glovo-ს აპლიკაციის სპეციალური ფასით სარგებლობთ, მაშინ კომპანიის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ შეკვეთის განთავსებიდან 1 საათის განმავლობაში. ასევე, შესაძლებელია თქვენთვის სასურველი თარიღის მითითებაც.


სულ ესაა, ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!


R

0
17
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0