x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ჰონგ კონგის ცნობილი მცურავი რესტორანი "ჯამბო" ჩაიძირა

ეს ტურისტებში ძალიან პოპულარული რესტორანი პანდემიის გამო დახურული იყო ძვირადღირებული მოვლისა და მომსახურების სირთულის გამო, მფლობელმა გადაწყვიტა მისი ჩუქება ადგილობრივ ოკეან პარკისთვის, მაგრამ მათ უარი განაცხადეს იმავე მიზეზით. ბოლოს, გადაწყდა რესტორნის საზღვარგარეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთერთ ქალაქში გადაყვანა.


14 ივნისს ჯამბომ სამუდამოდ დატოვა აბერდინის სათევზაო ნავსადგური, სადაც იგი 46 წლის განმავლობაში იდგა, გარშემორტყმული შხუნების ფლოტილით, გრძივი ნავებით, სამპანის ნავებითა და ძვირადღირებული იახტებით. კვირას, ბუქსირებისას, ამინდის გაუარესების გამო მცურავი რესტორანი, დაახლოებით 1000 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა.

გიგანტური მოხატული სასახლის მსგავსად აშენებული, რამდენიმე იარუსიანი, წითელი ფარნებით, მოჩუქურთმებული ოქროს დრაკონებითა და მოხრილი სახურავებით, ჯუმბო იყო ჰონგ კონგის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. 1976 წლიდან მან 30 მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიღო მთელი მსოფლიოდან. მის სტუმრებს შორის იყო დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორეც. რესტორანი არაერთხელ იქნა ნაჩვენები სხვადასხვა ფილმებში, მათ შორის ფილმებში ჯეკი ჩანის მონაწილეობით.

ჯუმბოში მოხვედრა ნავსადგურიდან მცურავ სასახლემდე სტილიზებული ბორნებით უფასოდ ხდებოდა. ოთხსართულიან რესტორანს ჰქონდა რამდენიმე ჩინური სტილში გაფორმებული დარბაზი. Jumbo-ს შეეძლო ერთდროულად 2, 3 ათასამდე სტუმრის გამოკვება.


0
365
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0