x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
Bloomberg: ჩინეთი იუწყება უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის სიგნალების შესაძლო აღმოჩენის შესახებ

image
ჩინეთმა გამოაცხადა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპის მიერ აღმოჩენილი სიგნალების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოდიოდეს უცხო ცივილიზაციიდან, წერს Bloomberg-ი. შესაძლო აღმოჩენის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ოფიციალურ გაზეთში გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ შემდეგ ამის შესახებ ინფორმაცია გაურკვეველი მიზეზების გამო წაიშალა.


დაზუსტებულია, რომ მსოფლიოში უდიდესმა რადიოტელესკოპმა გამოავლინა ელექტრომაგნიტური სიგნალები, რომლებიც განსხვავდება ადრე აღმოჩენილი სიგნალებისგან და ჯგუფი ჯერ კიდევ სწავლობს მათ, აღნიშნავს გაზეთი. აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის სამინისტროს ოფიციალურ გაზეთში გამოჩნდა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად წაიშალა, მაგრამ ახალი ამბები სხვა მედიამ გაავრცელა, მათ შორის ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადმა.


ტელესკოპის ჯგუფის მიერ ჩაწერილი ელექტრომაგნიტური სიგნალები ასევე შეიძლება იყოს ჩარევა ( არასასურველი ფიზიკური მოვლენა) და საჭიროებს შემდგომ გამოკვლევას.

0
234
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0