x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"ჩემთვის არაფერი უკითხავს, გახედა მეუფე ეფრემს და უთხრა, მამა პეტრე ძალიან ცუდად არის" - რა ამბავს იხსნებს პეტრე კოლხი პატრიარქზე
image

სვეტიცხოვლის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია თავისი ცხოვრების ერთ-ერთ უმძიმეს ეპიზოდს იხსენებს და წერს, თუ როგორ დაეხმარა მას საქართველოს პატრიარქი განსაცდელის ჟამს.


"ეს ამბავი ისტორიად მინდა დარჩეს. წლების წინ, ზუსტად არ მახსოვს, როდის, ძალიან ცუდად ვიყავი, ეგზისტენციალიზმის ნიშნები ისე მიტევდა, გამოსავალს ვერ ვპოულობდი… არც ლოცვას ჰქონდა ძალა, არც არაფერს ამ სამყაროში…


ეს დაშტამპული ფრაზები, ღმერთს მიენდე და ყველაფერი კარგად იქნება, არ იყო გამოსავალი… ადამიანური მხარში დგომა, ნუგეში და ერთი ისეთი სიტყვა მჭირდებოდა, ფეხზე რომ დამაყენებდა… ერთი ორს ვესაუბრე, გაბღენძილი, ცარიელი პასუხი მივიღე, ხელზე რომ სკვნილს ატრიალებენ და თვალეს რომ ზედ აყოლებენ, რწმენის სიმცირის ბრალია და მაგას მიხედეო… მოკლედ, “დამარიგეს”, დამადანაშაულეს და რა უნდა გექნა, როცა “შენი ბრალია” ყველაფერი…



ვატყობდი, რომ უფსკრულს ვუახლოვდებოდი, ერთი სულის შებერვა და ჰოპლა, ქვის წერტილი… მეუფე ეფრემს ისევ მივმართე (მას ყველაფერი ემახსოვრება), დიდად არ მიყვარდა პატრიარქის შეწუხება, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი, რომ მაშინ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა.


დამთანხმდა მეუფე ეფრემი, შეხვედრა ჩაინიშნა, მივედით… დიდ დარბაზში, სავარძელში გველოდა პატრიარქი… დავემხე, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, რომ ეკითხა, რა გჭირსო, მართლა ვერ ვუპასუხებდი, რა მჭირდა… ჰო, გარედან მართლა არაფერი მჭირდა… ყველაზე დიდი გაჭირვება ის არის, სახელს რომ ვერ არქმევ, გამოსავალს რომ ვერ პოულობ და მაინც რომ ეძებ, ვინ იცის, იქნებ მიაგნო… ჰოდა, ამ იქნების გამო მომინდა მასთან შეხვედრა…


მას ჩემთვის არაფერი უკითხავს, გახედა მეუფე ეფრემს და უთხრა, მამა პეტრე ძალიან ცუდად არის, მას ახლა მხარში დგომა, დახმარება სჭირდება… თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ვეღარ გაუძლოს… სასწრაფოდ მივხედოთ, იქნებ წასასვლელი ფულიც არ აქვს, მე დავეხმარები და სადმე დაისვენოს, წიგნებიც არ იკითხოს ეს პერიოდი, არც წეროს, მარტო დაისვენოს და ერთ თვეში დაბრუნდესო…


შემრცხვა, ამის მერე მითუმეტეს მე რაღას ვიტყოდი, ხან მეუფეს შევხედავდი, ხან პატრიარქს, ხან ორივეს ერთად და ამ ჩემი უსახელო ტანჯვის მიუხედავად იმედი გამიჩნდა…


ჩემთვის რომ ეკითხათ, წასვლაც აღარ იყო საჭირო, მან სწორი დასკვნებით უკვე შეძლო ჩემი დახმარება… წავედი, დავისვენე, მას მერე წლები გავიდა, ეს ამბავი სამარის კარამდე გამყვება… მერეც იყო დაბნეულობა, გულისტკივილი, ბევრი იმედგაცრუება, ვუძლებდი…


ახლაც იგივეს განვიცდი, ახლაც მეორდება ეს გაუსაძლისი ტკივილი… ოღონდ ახლა, პატრიარქს არ აქვს იმ შემართება, ვერ შევაწუხებ… სხვებს კი არ, აღარ სცალიათ… უფრო “მნიშვნელოვანი” საქმეები აქვთ მოსაგვარებელი… თვითგადარჩენა კი ყველაზე მთავარია!.."-წერს პეტრე კოლხი.

0
260
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0