x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა მუსიკას უსმენენ და უსმენდნენ ქვეყნის პირველი პირები?
image



ვოლოდიმერ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო


უკრაინის ყოფილ და ამჟამინდელ პრეზიდენტებს მუსიკაში საკმაოდ განსხვავებული გემოვნება აქვთ. ასე რომ, 2019 წელს, HB Ukraine არხმა პრეზიდენტობის კანდიდატებს ჰკითხა მათი მუსიკალური გემოვნების შესახებ. ზელენსკიმ უპასუხა, რომ მოსწონდა ბრიტანელი მომღერლის ადელის სიმღერები. პოროშენკომ უკრაინის ახალი არმიის ჰიმნი ნამდვილ ჰიტად მიიჩნია.



სტალინი-ითვლება, რომ სტალინს განსაკუთრებით უყვარდა ორი ქართული სიმღერა: ლირიკული „სულიკო“, რომლის სიტყვები და მუსიკა დაწერეს ვარინკამ და აკაკი წერეთლებმა და ხალხური "გაფრინდი შავო მერცხალო".


რონალდ რეიგანი-ცნობილია, რომ რეიგანს უყვარდა ფრენკ სინატრას სიმღერა "Nancy (With the Laughing Face)", რომელიც მომღერალმა თავის ქალიშვილს მიუძღვნა. გარდა ამისა, პოლიტიკოსს 1965 წლის ფილმის, The Sound of Music-ის საუნდტრეკები უყვარდა.



დონალდ ტრამპი-თავად შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ Rolling Stones-ის, ემინემისა და ელტონ ჯონის დიდი გულშემატკივარია, თუმცა მისი საყვარელი სიმღერაა "Is that all there is?" ("ეს ყველაფერია?") შესრულებული პეგი ლის მიერ.

"ეს შესანიშნავი სიმღერაა, რადგან მე მივაღწიე გასაოცარ წარმატებას და შემდეგ გადავედი შემდეგ ეტაპზე და ვახსენებდი ჩემს თავს: "ოჰ, სულ ეს არის?" ამის შესახებ ტრამპმა თავის ბიოგრაფ მაიკლ დ'ანტონიოს მოუთხრო.



ვლადიმერ პუტინი-მისი საყვარელი ჯგუფია "Любэ"(ვინც ახლოს იცნობს ამ ჯგუფის შემოქმედებას არც უნდა გაუკვირდეს.)ამავდროულად, ირინა შიხმანთან ინტერვიუში, პოლიტიკურმა სტრატეგმა გლებ პავლოვსკიმ თქვა, რომ პუტინი აგრეთვე უსმენს და უყვარს ვლადიმერ ვისოცკი.

დიმიტრი მედვედევი- ექს-პრეზიდენტი და პრემიერი კლასიკური ჰარდ-როკის მოყვარულია.მის კოლექციაში არის სრული დისკოგრაფია ჯგუფების-Deep purple, Led zeppelin და Black sabbath-ის, ამის გარდა თანამედროვე System of a Down-ზე და Linkin Park-ზეც არ ამბობს უარს, თუმცა განსაკუთრებით მაინც Deep purple უყვარს, რამდენჯერმე პირადად შეხვდა მათ.



ემანუელ მაკრონი-საფრანგეთის პრეზიდენტი ყველაფერში დიდ კლასიკას ანიჭებს უპირატესობას: ხელოვნებაში, კინოში და მუსიკაში. მისი კერპი არის ფრანგი შანსონიე შარლ აზნაური, რომელიც აღიარებულია მე-20 საუკუნის საუკეთესო ესტრადის მომღერლად Time-სა და CNN-ის მიერ. ღია წყაროების თანახმად, მაკრონს ასევე მოსწონს ტიტულოვანი ფრანგი როკ-მუსიკოსების ჯონი ჰალიდეისა და ბარდი ლეო ფერეს მუსიკა.


ბარაკ ობამა-ექს პრეზიდენტი სოულის, ბლუზის და ჯაზის მოყვარულია.იგი ბავშვობიდანვე stevie wonder-ის ფანია. ამის გარდა ძალიან უყვარს მაილს დევისი, ჯონ კოლტრეინი და სტივ რეი ვოუგანი.



ანგელა მერკელი-გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ახალგაზრდობაში უყვარდა The Beatles-ისა და The Rolling Stones-ის მოსმენა. მას ასევე მოსწონდალარა ფაბიანის "Je t'aime" ლარა ფაბიანი და "Bridge over Troubled Water' Simon & Garfunkel-ის შესრულებით.




ელიზაბეტ II -ბრიტანეთის მონარქის ახლობლებმა ერთხელ შეადგინეს ელიზაბეტ II-ის საყვარელი ფლეილისტი ფილმისთვის ჩვენი დედოფალი: 90 მუსიკალური წელი. სიაში შედის: ფრედ ასტერის "Cheek to Cheek", ვერა ლინის "The White Cliffs Of Dover" და დოლორეს გრეის და ბილ ჯონსონის "Anything You Can Do (Annie Get Your Gun)". დედოფალს ასევე უყვარს რელიგიური მუსიკა და ასევე მიუზიკლების დიდი მოყვარულია.


დევიდ კამერონი -ყოფილი პრემიერი ინდი-როკის მოყვარულია, მისი საყვარელი ჯგუფებია-The Killers, The Smiths, Radiohead, Pulp, Blur, აგრეთვე Bob Dylan-ი.

ნიკოლა სარკოზი- იგი კლასიკური როკის მოყვარული აღმოჩნდა და პირველ რიგში ფრანგი ჯონი ჰოლიდეის სიმღერებით ტკბება.


0
577
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
577
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0