x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მოკლედ მეგობრებო, ბიძინამ შემოგითვალათ...." - რა ინფორმაციას ავრცელებს თეა თუთბერიძე

image


ორგანიზაცია "კმარას" ყოფილი ლიდერი, თეა თუთბერიძე 20 ივნისის მასშტაბურ, პროევროპულ აქციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"მოკლედ მეგობრებო, ბიძინამ შემოგითვალათ, ასეთ მშვიდ და ლამაზ დეოლიგარქიზაციის აქციებს კიდევ თუ მოაწყობთ მეც კი შემოგეშველებით ხარჯებშიო (პლაკატები, ბანერები, ხმისგამაძლიერებლები, რა ვიცი კიდევ რაც დაგჭირდებათო) ????, და ჩვენი ერთად დგომით და დეოლიგარქიზაციის ერთად მოთხოვნითაც გავაოცოთ ევროპა ისე როგორც ერთხელ უკვე მე გავაოცე ჩემი შექმნილი დემოკრატიითო ????


ევროპამ კიდევ დეოლიგარქიზაცია ჩვენი ჰიმნის რუსთაველზე გაჟღერებით და მისი ათასობით ადამიანისთვის მოსმენინებით თუ მოხდება და თქვენ თუ მაგ მეთოდით ოლიგარქს და მისი მთავრობას განდევნით, კანდიდატის სტატუსს კი არა პირდაპირ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასაც კი მოგანიჭებთო" - ვკითხულობთ თეა თუთბერიძის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივნისს, ზუსტად 20:00 საათზე პარლამენტის წინ, ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლიდან 3 წლის თავზე, მოძრაობა "სირცხვილიამ" აქცია - "შინ, ევროპისკენ" გამართა, რომელსაც საქართველოს ათიათასობით მოქალაქე ესწრებოდა. მასშტაბური პროევროპული აქციის მონაწილეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს და ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინის ფონზე "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარუმატებლობა გააპროტესტეს.




0
176
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
176