x
მეტი
  • 26.09.2022
  • სტატია:122534
  • ვიდეო:355064
  • სურათი:494806
ილონ მასკის ერთ-ერთი შვილი სქესს იცვლის და მამის გვარის მოშორებაც უნდა

image
Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის ვაჟმა ქსავიერმა სქესის შეცვლა გადაწყვიტა, ასევე მამის გვარის მოშორებაც. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, 18 წლის ქსავიერ ალექსანდრ მასკმა ოფიციალური მონაცემების - სახელისა და სქესის შეცვლის მოთხოვნა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში შეიტანა.

“მე აღარ ვცხოვრობ ჩემს ბიოლოგიურ მამასთან და არ მინდა მასთან ურთიერთობა რაიმე ფორმით"- განაცხადა მან. სქესის შეცვლის შემდეგ კი მისი სახელი ვივიენ ჯენა უილსონი იქნება.

ქსავიერი ილონ მასკის ვაჟია ყოფილი მეუღლის ჯასტინ უილსონისგან, რომელსაც მილიარდერი 2008 წელს დაშორდა. საერთო ჯამში, წყვილს ხუთი საერთო შვილი ჰყავს.image
მილიარდერს ასევე ჰყავს ორი შვილი მომღერალ გრაიმისგან: ვაჟი X Æ A-Xii და ქალიშვილი ექსა დარკ სიდერელი. გრაიმსი და ელონ მასკი გასული წლის სექტემბერში დაშორდნენ, მაგრამ თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეს და ხშირად ხვდებიან ერთმანეთს.

0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0