x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120582
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492647
"უღირსი, უთავმოყვარეო, არარაობა" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას შემდეგი ეპითეტებით მოიხსენიებს:


"უღირსი, უთავმოყვარეო, არარაობა - როგორ შეურაცხყოფას გაყენებენ ხალხო, ვერ ხვდებით?


იდიოტებად გთვლიან - ჯერ გაკომპლექსებენ ნაცებით, რომ არ ჭრის, მერე ქოცები ხდებით." - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი პირად გვერდზე.


მმართველი გუნდის წარმომადგენლის, ბექა დავითულიანის თქმით, მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებულ აქციას - "შინ, ევროპისკენ" ასევე მისი მეგობრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამომრჩევლები არიან:


"იქ იყვნენ გასული ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩეველია, მათ შორის, პირადად ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროპის სრულფასოვან წევრობას.


ორგანიზატორები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ადამიანები, თუმცა აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური და ისინიც და ყველა მიხვდა, რომ ბევრი პოლიტიკოსის იქ მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების და აქციის." - განაცხადა "ოცნების" დეპუტატმა.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივნისს, ზუსტად 20:00 საათზე პარლამენტის წინ, ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლიდან 3 წლის თავზე, მოძრაობა "სირცხვილიამ" აქცია - "შინ, ევროპისკენ" გამართა, რომელსაც საქართველოს ათიათასობით მოქალაქე ესწრებოდა. მასშტაბური პროევროპული აქციის მონაწილეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს და ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინის ფონზე "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარუმატებლობა გააპროტესტეს.



0
447
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
447