x
image
ქეთეონე
"მაგდა ანიკაშვილს გამარჯობასაც აღარ ვეტყვი არასდროს"- რას წერენ მაგდა ანიკაშვილზე სოციალურ ქსელებში?

image


სოციალურ ქსელებში მაგდა ანიკაშვილის შესახებ ვრცელდება კრიტიკული ინფორმაცია "პოსტების" სახით, სადაც მასზე წერენ, რომ იგი 20 ივნისის აქციას "ნაციონალური მოძრაობის" აქციას უწოდებს და ხალხს ეუბნებოდა, რომ არავინ წასულიყო.


საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, სოციალურ ქსელში, კერძოდ, - "ფეისბუქზე" წერს:


"Magda Anikashvili სამარცხვინო ქალი!!! პაპუაშვილს ეუბნება - მიმართეთ იმ ხალხს, ვინც ხვალ აქციაზე გასვლას აპირებსო და ეს მეორე სამარცხვინო კაცი, ჩვენ მეხსიერებაში ქალების გადამდგმელად რომ დარჩა, არ წახვიდეთ, ნაცების აქციაა ესო და ჩვენც იგივე მოგვცეს, რაც იმათო, გატყუებენო. კანდიდატობას არაფერი მოაქვსო, ტყუილიაო. ღმერთო, არ დაანახო ამათ ევროპა!!!"



image





აგრეთვე, ქალების უფლებათადამცველი, ბაია პატარაია აღნიშნავს სოციალური ქსელის მეშვეობით:


"მაგდა ანიკაშვილს გამარჯობასაც აღარ ვეტყვი არასდროს. თქვენც იგივეს გირჩევთ. დროა, ზოგიერთებმა იგრძნონ სოციუმისაგან პატარა პანჩური. ყველა არ არის გამარჯობის თქმის ღირსი.


პ.ს. მართალია, დიდი სალამით და მოკითხვებით ისედაც არ გამოვირჩევი, მაგრამ მერწმუნეთ, "გამარჯობის ართქმა" ვიცი შესამჩნევად და დემონსტრაციულად"- წერს იგი.





image
0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0