x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133852
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ჩინეთმა წყალში ჩაუშვა რიგით მესამე ავიამზიდი "ფუცზიანი"
image

ჩინეთი აგრესიული ეკონომიკური რეფორმების წყალობით მკვეთრ აღმავლობას განიცდის, ჩინურმა კომპანიებმა ლამისაა მთელი მსოფლიო აითვისოს, ყოველივე ამის პარალელურად კი ჩინეთი განაგრძობს მილიტარიზებას.


ჩინელები "დაკოპირების დიდოსტატები", რომ არიან ეს უჩემოდაც იცით, მაგრამ "დაკოპირების" გარდა ჩინელები აწარმოებენ მაღალტექნოლოგიურ საბრძოლო ტექნიკასაც.


ჩინეთი სულ უფრო და უფრო აძლიერებს საზღვაო ფლოტსაც, ამჟამად ჩინელებმა წყალში ჩაუშეს 80 000 ტონა წყალწყვის მქონე ავიამზიდი რომელიც კატაპულტის ტიპისაა, ავიამზიდი სამი ავიამზიდიდან ერთადერთია რომლიც პროექტი და მშენებლობა სრულად ჩინურია.



ავიამზიდ "ფუცზიანის" წყალში ჩაშვება უზარმაზარი ცერემონიის თანხლებით მოხდა შანხაიში.


აღნიშნული ავიამზიდი პირველი ავიამზიდია ჩინეთში რომელიც აღჭურვილია ელექტრომაგნიტური კატაპულტით, რომელიც განკუთვნილია სამხედრო ავიაციის გასაშვებად.


აღნიშნული ტექნოლოგიის კატაპულტირებადი ავიამზიდები მხოლოდ აშშ-ს ჰყავდა აქამდე.


"ფუცზიანს" ამერიკული ავიამზიდის "ჯერალდ ფორდის" კლასის ავიამზიდად თვლიან სამხედრო ექსპერტები, მართალია განსხვავება მთელ რიგ ტექნოლოგიებში და შეიარაღებაში განსხვავებულია, მაგრამ თავად ავიამზიდის კლასი ემთხვევა ერთმანეთს.


საინტერესო ფაქტია, რომ ჩინური ავიამზიდის "ლიაონინის" აგება დაიწყეს საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი გემი გადაეცა ჩინეთს.


"ლიაონისგან" განსხვავებით მეორე ავიამზიდი "შანდუნი" ააგეს ჩინეთში მთლიანად, "შანდუნი" და "ლიაოლინი" ერთ კლასში გადის.





0
340
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
340