x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121619
  • ვიდეო:354855
  • სურათი:493740
აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ყვავილის თაფლი სხვადასხვა დაავადებას კურნავს
ფუტკარი შესანიშნავი ფარმაცევტია. ყველაფერი, რასაც ის ამზადებს: თაფლი, ცვილი, პროპოლისი, ჭეო და შხამიც კი- ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.



image




თაფლი 70-ზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარებიან. ესენია: ცილები, ანტიბიოტიკები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები, რომლებსაც ვერცერთი ვიტამინური კომპლექსი ვერ შეცვლის. საქმე ისაა, რომ ვიტამინების ბიოლოგიური მოქმედება დამოკიდებულია მათ სწორ შეხამებაზე მინერალურ მარილებთან, ხოლო თაფლში ეს თანაფარდობა ოპტიმალურია.




თაფლში არსებული რკინა, ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნის ფუნქციას ასტიმულირებს და უჯრედების აღდგენას აუმჯობესებს. კალციუმი და კალიუმი გულის მოქმედებას ნორმალურს ხდის. მაგნიუმი დამამშვიდებლად მოქმედებს და იმუნიტეტს აძლიერებს. მანგანუმი C ვიტამინის სინთეზს ხელს უწყობს, ხოლო გლუკოზა და ფრუქტოზა უნივერსალური ანტიტოქსიკური საშუალებებია.




ეს უნიკალური ტკბილი წამალი ნივთიერებათა ცვლას აძლიერებს. ასევე ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედება აქვს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს, სკლეროზს აგაცილებთ, ძილს თვისობრივად აუმჯობესებს, განწყობას ამაღლებს. ეს ბუნებრივი ბალზამი კანზეც სასიკეთოდ მოქმედებს.



მაშასადამე, დიდი ხანია ეს პროდუქტი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და შეუცვლელი. გსურთ გაიგოთ მეტი თაფლის თვისებების შესახებ? როდის არის ის სასარგებლო და როდის არის მავნე? ან რომელი ყვავილის თაფლი რა დაავადებას კურნავს?





აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ყვავილის თაფლი სხვადასხვა დაავადებას კურნავს




1. აკაციის თაფლი.image
აკაციის თაფლი განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის, ასევე თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებების დროს.




2. წიწიბურას თაფლი.image
შეიცავს უამრავ რკინას და პროტეინს, ამიტომ ის ასუფთავებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას, ზრდის ჰემოგლობინის დონეს. რეკომენდებულია ორსულებისთვის და მაღალი მჟავიანობის მქონე და ქრონიკული გასტრიტით დაავადებული ადამიანებისთვის.




3. წაბლის თაფლი.image

ეხმარება კუჭ-ნაწლავის და თირკმელების მუშაობას, აძლიერებს სისხლძარღვებს და იმუნიტეტს.




4. სამყურას თაფლი.image
სამყურას თაფლი ეფექტური და უებარია გინეკოლოგიური დაავადებების, ბუასილისა და ასთენიას დროს. მას ასევე გააჩნია შარდმდენი და ამოსახველებელი მოქმედება.




5. ცაცხვის თაფლი.image
ცაცხვის თაფლი ძალზედ ეფექტურია გაციებისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ის ასევე ეხმარება ღვიძლისა და თირკმელების მუშაობას. უებარია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების დროს და აძლიერებს გულის კუნთის მუშაობას.




6. მინდვრის თაფლი.image
მას აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. რეკომენდირებულია თავის ტკივილის, კუჭის ტკივილის, პალპიტაციის (აჩქარებული გულის ცემა), უძილობისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს.




7. მზესუმზირას თაფლი.image
ამ მცენარის თაფლი ეფექტურია გულის დაავადების, ბრონქული ასთმის, ოსტეოქონდროზის, ნევრალგიების დროს და განსაკუთრებით გაციების დროს. ზოგადად კი გამოირჩევა გამაძლიერებელი ეფექტით.




იხილეთ აგრეთვე:



რა მოგვივა, თუ თაფლს ყოველდღე შევჭამთ? image


0
225
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0