x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ანეკდოტები, კვირის ბოლოს (II ნაკრები)
image


— ძვირფასო, სად იყავი? – ეკითხება ცოლი ქმარს.

— სპორტით ვიყავი დაკავებული.

— უცნაურია, მაისური მშრალი გაქვს...

— ჭადრაკს ვთამაშობდი!

***

ბებიამ შვილიშვილს სანაძლეო დაუდო, რომ თუ 25 პელმენს ვერ შეჭამდა, მას სახლი უნდა დაელაგებინა... და აი, შვილიშვილმა 24–ე პელმენი შეჭამა... 25–ე კი, — არ იყო.

***

— ამბობენ, ჭკვიან ხალხთან მეგობრობა რთულიაო. შენ კი, როგორც ვხედავ, კომუნიკაბელური ხარ!

***

— მახსოვს, რომ სკოლაში სიარული არ მიყვარდა, არ მიყვარს სიარული სამუშაოზეც... ეტყობა, სიარულშია რაღაც პრობლემა.

***

ცოლ-ქმარი დასასვენებლად მიდის.

— ბავშვებს დედას დავუტოვებ, – ამბობს ცოლი.

— ძაღლს და თუთიყუშს – დეიდას.

— კატას მეზობელს.

ქმარი 1 წუთით დაფიქრდა და მეუღლეს უთხრა:

— თუ ბინაში ასეთი სიჩუმე იქნება, სხვაგან რატომღა უნდა წავიდეთ?

***

განცხადება საბავშვო ბაღში: "პატივცემულიო მშობლებო! გთხოვთ, ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ბავშვი საბავშვო ბაღის შესახებ გეტყვით! ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, გპირდებით, რომ არ დაიჯეროთ მის მონაყოლს, თქვენს შესახებ".

***

ერთი ფსიქოთერაპევტი ეკითხება მეორეს:

— მისმინე, იცი რა მაინტერესებს, რატომ ეკითხები ყველას, თუ რა მიირთვეს სადილზე?

— ეს ორიენტირებაში მეხმარება. ხომ უნდა ვიცოდე, ვიზიტში რამდენი გადავახდევინო?!

***

ორი მეგობარი საუბრობს:

— უცნაურია, ჰაერი ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია?! რატომ აქამდე არავის გაუჩნდა, მისი ლამაზი შეფუთვით გაყიდვის იდეა?

— აშკარაა, რომ ჩიფსებს არ ყიდულობ, არა?

***

ადრე, შეხვედრისას, ქუდს იხდიდნენ. ახლა ყურსასმენს იძრობენ... განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად კი, ორივეს იხსნიან.


image


მამაკაცი — ქვის კედელი, მყარი საყრდენი და ურყევი დაცვაა!.. იქამდე, ვიდრე სიცხის საზომზე 37, 2–ს არ დაინახავს.

***

დედამ თქვა, რომ ჩემს მეგობრებს მარიხუანას სუნი აქვთ. მე კი, კითხვა მტანჯავს: საიდან იცის დედამ, როგორი სუნი აქვს მარიხუანას?

***

ცოლი:
— ძილში ისევ ლაპარაკობდი.
ქმარი:
— ღმერთო ჩემო, ახლა ძილშიც არა მაქვს, სიტყვის თქმის უფლება?!

***

ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მოხვდა. მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი, მხარი ამოვარდნილი და ყბის ძვალი გატეხილი.

— ავარიაში მოხვდით? – ეკითხება ექიმი.
— არა...
— კარადაში დააცემინეთ?..

***

კარგ ადამიანს ვერ გააფუჭებს ვერც ძალაუფლება და ვერც ფული! რადგან, თუ ის მართლაც კარგია, არასდროს ექნება, არც პირველი და არც მეორე!

***

გამოცდაზე სტუდენტი იღებს ბილეთს — არ იცის. იღებს მეორეს — ისევ, არ იცის. მესამეს — არ იცის... მეოთხეს, მეხუთეს... პროფესორმა მისი ჩათვლის წიგნაკი აიღო და "დამაკმაყოფილებელი" ჩაუწერა.

სხვა სტუდენტები აღშფოთდნენ:
— რისთვის?
— როგორ, თუ რისთვის, – პასუხობს პროფესორი, – თუ ეძებს, ე. ი. რაღაც იცის!

***

არსებობს, სამყაროში გონიერი სიცოცხლე? – ეკითხება ერთი, – მეორეს.
— არსებობს.
— მაშინ ჩვენ რატომ არ გვიკავშირდება?
— იმიტომ, რომ გონიერია!

***

— პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, 500 დოლარით გაჯარიმებთ!
— ათასი აიღეთ და მომისმინე...

***

— არა აივნიდან არ გადავალ. კლაუსტროფობია მაქვს!
— კლაუსტროფობია?! — ეგ ხომ, დახურული სივრცის შიშია! აქ დახურულ სივრცეს ხედავ?
— კუბოში! კუბოშია დახურული სივრცე!

***

— მოცვის ღვეზელი მიყვარს... ამიტომ, 100%–იანი მხედველობა მაქვს.
— მე სოკოთი მიყვარს და მხედველობა 150% მაქვს.
— ეგ როგორ?
— იმას ვხედავ, რაც არ არის.

image
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* ანეკდოტები, რთული კვირის ბოლოს


არხის სხვა სიახლეები:


* ილუსტრაციებში ასახული, თანამედროვე მსოფლიოს პრობლემები

* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა

* სასაცილო სიტუაციები გზებზე (15 ფოტო)

* 10 საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ!

* სილამაზის 25 წესი, რომელიც ყველა გოგონამ უნდა იცოდეს

* მიწისქვეშა ცივილიზაციებმა შესაძლოა თავი გაამჟღავნონ

* 7 საიდუმლო ფაქტი ძველი ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია




0
522
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
522
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0