x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
თქვენ ნამდვილად არ იცოდით რომ ეს მომენტი "ლამაზმანიდან" მსახიობების სრული იმპროვიზაცია იყო და არა სცენარის ნაწილი
image


მსახიობების იმპროვიზაცია როგორც რეჟისორის, ასევე ზოგადად სურათის ჩანაფიქრს ხშირად მთლიანად ცვლის, რაც მას კიდევ უფრო დასამახსოვრებელსა და გამორჩეულს ხდის. სწორედ ასე მოხდა ფილმ "ლამაზმანთან" დაკავშირებითაც.


image


ჯულია რობერტსისა და რიჩარდ გირის მონაწილეობით ფილმ "ლამაზმანის" გადაღებიდან უკვე 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ყველასთვის საყვარელი მელოდრამა პოპულარობას დღემდე არა მხოლოდ ინარჩუნებს, არამედ ის უკვე დიდი ხანია რაც საკულტო ფილმების ნუსხას სრულიად დამსახურებულად შეუერთდა. ცოტამ თუ იცის, რომ "Pretty Woman"-ს თავდაპირველად "$3000" ერქვა. ეს ის თანხაა, რომელიც ვივიენმა მისი შემთხვევითი ნაცნობი, ედვარდ ლუისისგან ერთი კვირის განმავლობაში მიიღო, თუმცა შემდეგ ფილმის შემქმნელებმა ნამუშევარს სახელი გადაარქვეს - და სწორადაც მოიქცნენ!


image


ფილმში არაერთი იმპროვიზაციაა. მაგალითად, რიჩარდ გირი ფორტეპიანოზე რეალურად თავად უკრავს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის: ჰოლივუდის ვარსკვლავი ერთ - ერთ ეპიზოდში, სწორედ თავის მიერ დაწერილ ნაწარმოებს ასრულებს! თუმცა, დღეს მსურს მოგითხროთ ერთი სასაცილო მომენტის შესახებ გადაღებიდან: სუფთა იმპროვიზაცია საბოლოოდ, ფილმის ნაწილად იქცა.


image


საუბარია სცენაზე, რომელშიც ედვარდი ყელსაბამიანი ფუტლარის თავს მოულოდნელად ხურავს და ვივიენს შიგნით თითებს აყოლებს, რითიც გოგონას მოულოდნელი რეაქციით აშინებს. მართალია, ეს სცენარში საერთოდაც არ ეწერა, თუმცა რიჩარდ გირმა ამგვარად გადაწყვიტა გადაღების პროცესში ჯულია რობერტსს გახუმრებოდა.




მსახიობის რეაქცია იმდენად ბუნებრივი, სასაცილო და ბრწყინვალე გამოვიდა, რომ რეჟისორმა, გერი მარშალმა გადაწყვიტა აღნიშნული დუბლი ფილმშიც კი ჩაესვა, და თქვენ თუ იცოდით თავად ამ ფაქტის შესახებ?




0
1043
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1043