x
მეტი
  • 04.10.2022
  • სტატია:122774
  • ვიდეო:355142
  • სურათი:495034
შური ცუდია, მაგრამ ვერ გავამტყუნებ ამ ცნობილებს, რომლებსაც რაღაც მომენტში კოლეგა ქალების შეშურდათ
image

აქ ჯული ბოუენს ისეთი სახე აქვს განცვიფრდებით, თავადაც კოხტა აღნაგობის ქალს რა უნდა გავირვებოდაო, მაგრამ ჯული აშკარად ვერ მალავს თავის ცოტა არ იყოს შურიან მზერას გვერდით მყოფის ულამაზესი ბიუსტის მიმართ, თან მის გვერდით მყოფი არც მეტი და არც ნაკლები სოფია ვერგარაა.


ბოუენით აღტაცებული ათასობით ადამიანია, მაგრამ ამ კადრში მისი ვარსკვლავობა აშკარად დაჩრდილა ვერგარას ღრმად მოშიშვლებულმა შთამბეჭდავმა ბიუსტმა.


ჯული ბოუენმა უნებურად ლეგენდარული სოფი ლორენის ასევე ცნობილი სურათის იმიტაცია გააკეთა თავისი შურის შემცველი გახედვით სამრეთამერიკელი ვარსკვლავის ბიუსტის მიმართულებით.



გახსოვთ ალბათ კადრი, სადაც სოფი ლორენი დაჟინებით უყურებს გასული საუკუბის ერთერთ სექს-სიმბოლოს ჯეინ მენსფილდს.


ჯეინ მენსფილდმა სახელი გაითქვა პიარ-ტრიუკებით, რის გამოც მასმედიის საშუალებებმა მას "მოუწესრიგებელი გარდერობი" უწოდა.


მენსფილდმა საპასუხოდ სოფი ლორენისათვის გამართულ საღამოზე გადაწყვიტა ლორენის ბრწყინვალებიდან თავისი "წილის წამოღება", რაც მას იდეალურად გამოუვიდა.


მენსფილდი წვეულებაზე მივიდა თამამი და გულღია კაბით, საიდანაც ამოსხლეტილმა უმშვენიერესმა ბიუსტმა ნაწილობრივ მართლაც დაჩრდილა ლორენის ბრწყინვალება, თავად სოფი ლორენსაც (მიუხედავად იმისა რომ არც მისი ბიუსტი გახლდათ ნაკლებად თვალსაჩინო) თვალი გაექცა მენსფილდის ბიუსტისაკენ რაც ფოტოგრაფების მახვილ მზერაც არ გამოპარვია.


image



0
430
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
430